|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასაქმება არაფრის სანაცვლოდ

ქუ­თა­ის­ში, №1 პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ექ­თნები, რო­მელ­თაც სა­პენ­სიო ასაკს მი­აღ­წი­ეს, გა­თა­ვი­სუფ­ლების მო­ლი­დინ­ში არი­ან. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი მი­მი­ნოშ­ვი­ლის (რო­მე­ლიც ამავ­დრო­­ლად და­წე­სებულების ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მე­პატ­რო­ნეა) გან­მარ­ტებით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში ექ­თნების გა­თა­ვი­სუფ­ლების სა­კითხი მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემბერ­ში გა­დაწყდება.

ეს მა­შინ, რო­დე­საც  სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი 45 წლი­დან 60 წლამ­დე ასა­კის მქო­ნე ადა­მი­­ნების „და­საქ­მების ინი­ცი­­ტი­ვით", ჯერ კი­დევ გა­სულ წელს  გა­მო­ვი­და. 

„ჩვენ გვყავს ძა­ლი­ან გა­ნათ­ლებული, შრო­მის­მოყვა­რე ადა­მი­­ნები. უბრა­ლოდ, ამ ხალხს გა­რე­მოებებში არ გა­­მარ­თლა. თუ ბიზ­ნეს­მე­ნები ამ ადა­მი­­ნებს სა­მუ­შა­ოდ აიყვა­ნენ, ჩვენ მივ­ცემთ სტი­მულს, რომ ისი­ნი სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სახადის­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ. კი­დევ მო­ვი­ფიქ­რებთ, რო­გორ შე­ვუწყოთ ხელი პირ­და­პირ თუ ირიბად, ასე­თი ხალხის კერ­ძო სექ­ტორ­ში და­საქ­მებაში," -  ამ ინი­ცი­­ტი­ვით,  პრე­ზი­დენ­ტმა 2011 წლის დე­კემბერ­ში, ბათუმ­ში გა­მარ­თულ მთავ­რობის სხდო­მა­ზე ბიზ­ნეს­მე­ნებს, მის მი­ერ­ვე „ჩა­რეცხილებად" წო­დებული ადა­მი­­ნების და­საქ­მება „სთხოვა".

„რა სი­სუ­ლე­ლე­ა, თვი­თონ ათა­ვი­სუფ­ლებენ და­საქ­მებულ ხალხს და ბიზ­ნეს­მე­ნებმა და­­საქ­მონ?! კი, მაგ­რამ ახლა რომ იძახიან გა­ნათ­ლებული ხალხი გვყავ­სო, სამ­სახური­დან რომ ითხოვ­დნენ, მა­შინ არ იყვნენ გა­ნათ­ლებულები?" - ამბობს ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ვახუშ­ტი გი­ორ­გობია­ნი. 

„ნიუპრესი" და­ინ­ტე­რეს­და პრე­ზი­დენ­ტის  მი­ერ გაჟღე­რებული  ამ ინი­ცი­­ტი­ვი­დან 6 თვის   შემ­დეგ, რა შე­დე­გი და გა­მოხმა­­რება მოჰყვა მის ინი­ცი­­ტი­ვას ბიზ­ნეს­მე­ნების მხრი­დან? ასე­ვე, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია ამ განცხადებამ თა­ვად იმ ადა­მი­­ნებზე, რომ­ლებსაც  წლებია, უმუ­შევ­რობის პრობლე­მა აქვთ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა,  ამ­დრომ­დე არც ერთ ად­გი­ლობრივ კერ­ძო სა­წარ­მოს სა­გა­და­სახადო სის­ტე­მა­ში  „შე­ღა­ვა­თის მო­პო­ვების" სურ­ვი­ლი არ გას­ჩე­ნი­ა.

ქუ­თა­ის­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მდებარე ერთ-ერთ სწრა­ფი კვების ობიექტში „სა­ნი­მუ­შო 2008"  30-მდე ადა­მი­­ნია და­საქ­მებული. მათი ასა­კი ძი­რი­თა­დად 18-წლი­დან 50 წლამ­დე მერყეობს.

„მარ­თა­ლი გითხრათ, ამ მო­ტი­ვით  არა­ვინ არ დაგ­ვი­საქ­მებია. მე რომ შე­ღა­ვა­თის გა­მო ადა­მი­­ნები და­მე­საქ­მებინა,  ვინც და­საქ­მებული მყავს, ისი­ნი უნ­და გა­მეშ­ვა. ამით რა გა­მო­ვი­დო­და? - არა­ფე­რი. ამი­ტო­მაც ამა­ზე არც კი მი­ფიქ­რი­ა. მეს­მის,  რომ პრე­ზი­დენ­ტმა  ამ განცხადებით და­­საქ­მებელი ადა­მი­­ნების გუ­ლი მო­­გო და მე­­რის მხრივ, ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რებას უწყობს ხელს. მაგ­რამ საქ­მე იმა­ში კი არ არის, რომ ერ­თი გა­უშ­ვა და მე­­რე და­­საქ­მო. ან ერ­თი ადა­მი­­ნის ხელ­ფა­სი  ორად გაჰყო მხოლოდ იმი­ტომ, რომ იმ მე­­რეს და­საქ­მებული ერ­ქვას. იცით, რა­შია საქ­მე? უნ­და გაიხსნას სხვდასხვა სა­წარ­მოები და იქ უნ­და მოხდეს ადა­მი­­ნების და­საქ­მება", - ამბობს შპს „სა­ნი­მუ­შო 2008"- ის დი­რექ­ტო­რი მა­მუ­კა ვა­შა­კი­ძე. მი­სი­ვე თქმით, ხალხის და­საქ­მებაზე სახელ­მწი­ფო უნ­და ზრუ­ნავ­დეს - თუმ­ცა თვლის, რომ და­საქ­მებაში გარ­კვე­­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა ბიზ­ნეს­მე­ნებზეც არის და­მო­კი­დებული. „თუ­კი და­მა­ტებით ადა­მი­­ნების  აყვა­ნა დაგ­ვჭირ­დება, ასაკ­ში არ შე­ვიზ­ღუ­დებით", - აღ­ნიშ­ნავს მა­მუ­კა ვა­შა­კი­ძე.

ქუ­თა­ის­ში, გ. ტაბიძის ქუ­ჩა­ზე მდებარე ბამბის სა­პენ­ტსა და ლეიბების სამ­კერ­ვა­ლო­ში უკ­ვე 10 წელ­ზე მე­ტია, 70 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­­ნები მუ­შაობენ. თუმ­ცა, ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის ზე­მო­თაღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­­ტი­ვის გაჟღე­რებამ­დე  გა­ცი­ლებით უფ­რო ად­რე მოხვდნენ სამ­კერ­ვა­ლო­ში. რო­გორც სამ­კერ­ვა­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლი  გუ­რამ ბიჭ­ვე­ლაშ­ვი­ლი გან­მა­რა­ტავს, სამ­კერ­ვა­ლო­ში ყოველ­თვის ასა­კით პენ­სი­ონ­რები მუ­შაობდნენ. „ი­ნი­ცი­­ტი­ვა­ზე, რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ სა­ჩუქ­რად სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თი­ა, არ მი­ფიქ­რი­ა. რად­გან ამ ხნის გან­მავ­ლობაში სულ ორი ადა­მი­­ნი მუ­შაობს ჩემ­თან. მე­ტის მოთხოვ­ნა ამ ეტაპ­ზე, არ არის. თუ­კი სა­ჭი­რო გახდება თა­ნამ­შრო­მე­ლების მო­ძიება, რა თქმა  უნ­და,  ავიყვან. მაგ­რამ შე­ღა­ვა­თის სა­ნაც­ვლოდ - არა. ხალხის და­საქ­მება რა­­მეს სა­ნაც­ვლოდ კი არა, მოთხოვ­ნებისა  და სა­ჭი­როებების შე­საბამი­სად უნ­და ხდებოდეს", - გან­მარ­ტავს  გუ­რამ ბიჭ­ვე­ლაშ­ვი­ლი.

თა­ვად მო­ქა­ლა­ქეების და­მო­კი­დებულება და შე­ფა­სება  გაჟღე­რებულ  ინი­ცი­­ტი­ვა

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა