ქუთაისში „თეატრალური იმერეთი - 2014“გაიხსნა
ქუთაისში 30 მაისს „თეატრალური იმერეთი 2014“გაიხსნა. ფესტივალის გამართვის ინიციატორად იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და თეატრის მოღვაწეთა კავშირის იმერეთის წარმომადგენლობა გამოვიდა. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი წარმოადგენს საკუთარ სპექტაკლს. ნაჩვენები იქნება 12 სპექტაკლი.
ფესტივალს ქუთაისის ლ.მესხიშვილის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით „ჰელადოს“( რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე).
სპექტაკლები შემდეგი თანმიმდევრობით იქნება ნაჩვენები:
31 მაისი - აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეის სტუდენტთა დასი. თამარ ბართაიას „მთავარი როლი“ რეჟისორები: ლევან კვატაშიძე, კახაბერ გოგოლაშვილი, დას. 15 სთ
ქუთაისის უნივერსიტეტის თეატრალური დასი. გია ჯალაღონიას „სიბერის ჟამს ნუ მიმატოვებ“. რეჟისორი: ზაზა ლეჟავა. დას. 18 სთ.
1 ივნისი -ჭიათურის აკ.წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშა“ რეჟისორი: მამუკა ცერცვაძე
2 ივნისი -ზესტაფონის უშ.ჩხეიძის სახ. პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ფრანსის ვებერის „ბრიყვთა ვახშამი“ რეჟისორი: ნინო ლიპარტიანი
3 ივნისი - წყალტუბოს სახალხო თეატრი. ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“. რეჟისორი: ვაჟა გედენიძე
4 ივნისი - ვანის სახალხო თეატრი. ივანე ბოკუჩავას „ლუიჯის გული“ რეჟისორი: ლოლიტა ჯორჯიკია
5 ივნისი - ბაღდათის სახალხო თეატრი. პავლე აბულაძის „მიტოვებული“. რეჟისორი: ლევან ბიბილეიშვილი
6 ივნისი - ხონის სახალხო თეატრი. ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“. რეჟისორი: პეტრე ჩარგეიშვილი
7 ივნისი -
ავტორი: ნიუპრესი