კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი „მწერია“
გემრიელი და ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი კოკა-ს ფოთლების მაგივრად კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტი აღმოჩნდა.
ამ დასკვნამდე თურქი მეცნიერები იმის შემდეგ მივიდნენ, რაც კოკა-კოლა-ს ცენტრალური დირექციისგან საიდუმლო რეცეპტის გამჟღავნება მოითხოვეს, რადგანაც თურქეთის ტერიტორიაზე დეტალური შემადგენლობის გარეშე საკვების გაყიდვა კანონით აკრძალულია.
კოშენილის მწერებისგან პიგმენტის მიღება პირველად მასიურად გასული საუკუნის 20-იან წლებში მექსიკაში დაიწყეს, მაგრამ ამ საღებავზე იმფორმაცია უძველესი დროიდან მოიძიება. მაგალითად ბიბლიაში ნახსენებია პიგმენტი, რომელიც შინდისფერი ჭიის სხეულიდან მიიღება. ნატურალური საღებავი კარმინი (Carmin) ინდექსი-E120, პატარა ტკიპისებრი თბილ ქვეყნებში მობინადრე დედალი მწერების სხეულებიდან მიიღება. ის სამედიცინო, კვებით და პარფიუმერიულ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება.
წყარო-babyblog.ru
ავტორი: ნიუპრესი