ბულგარეთში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ბულგარეთის აღმოსავლეთით წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. წყალდიდობა ბულგარეთის ქალაქებში – ვარნასა და დობრიჩში მოხდა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალმა ასობით მანქანა წაიღო. ამ დრომდე სტიქიის ზონაში უამრავი ადამიანია დარჩენილი ელექტროენერგიისა და საკვების გარეშე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბულგარეთის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა



19:56
11:45
18:03
17:18
17:12












