საქართველო 15 ყველაზე უსაფრთხო და მეგობრულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა
ოდესმე დაინტერესებულხართ მსოფლიოს რომელი ქვეყნებია ყველაზე იაფი, მეგობრული და უსაფრთხო?ცოტა ხნის წინ მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდა ზემოთაღნიშნული ნიშნით ქვეყნების დადგენა, აღნიშნულია ვებ-გვერდზე kimeshan.com.
ავტორის თქმით, რომელმაც კვლევა ჩაატარა, თუკი მაგალითად
ბოლივიაში იმოგზაურებთ, იგი მართლაც იაფი ქვეყანა
იქნება, მაგრამ ამავედროს ძალიანაც არამეგობრული ტურისტებისთვის. ასევე აზრი არა აქვს
პაკისტანში წასვალას, რომელიც ასევე ძალიან იაფია, მაგრამ არანაირი გარანტია უსაფრთხოებაზე.
ისლანდია მეგობრული და უსაფრთხოა, მაგრამ იქ მოგზაურობა მძიმედ დააწვება თქვენს ჯიბეს.
მაშ ასე, რომელია ყველაზე იაფი, სტუმართმოყვარე და უსაფრთხო ქვეყნები. 1.მაკედონია - 0.99; 2. საქართველო - 0.98; 3. არაბთა გაერთიანებული ემირატები - 0.82; 4. მაროკო - 0.80; 5. ჰონგ კონგი - 0.75; 6.მონტენეგრო - 0.71; 7. მალტა - 0.68; 8. ტაივანი - 0.67; 9. ეთიოპია - 0.63; 10. ტაილანდი - 0.62; 11. ესტონეთი - 0.60; 12. Sri ლანკა - 0.59; 13. ნეპალი - 0.55; 14. ბოსნია ჰერცოგოვინა - 0.55; 15. პორტუგალია
წყარო:kimeshan.com
ავტორი: ნიუპრესი