შუმახერი ყველაზე აქტიურად მეუღლის გამოჩენაზე რეაგირებს
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი, რომელიც კომიდან გამოვიდა და გრენობლის კლინიკიდან ლოზანას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, „მართალია ვერ ახერხებს ლაპარაკს, მაგრამ აღიქვამს გარშემომყოფთა ხმებს და რეაგირებს შეხებაზე“, - აცხადებს გერმანული გაზეთი "ბილდი".
აღსანიშნავია, რომ შუნახერი ყველაზე აქტიურად მეუღლის - კორინას გამოჩენაზე რეაგირებს.
ცნობილი სპორტსმენი უკვე დამოუკიდებლად სუნთქავს, თუმცა მაინც არის შეერთებული სპეციალურ რესპირატორთან.
„აღდგენის პერიოდმა, შესაძლოა, რამდენიმე თვე დაიკავოს, სხვადასხვა გართულებამ კი შეიძლება დაამუხრუჭოს ეს პროცესი", - განაცხადა დოქტორმა ფრიდრიხ ვებერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ავტომბრბოლელი გრენობის ჰოსპიტალიდან შვეიცარიის ქალაქ ლოზანას სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანეს.
/rus.delfi.lv/
"info9"
ავტორი: ნიუპრესი