რა საფრთხე ემუქრება ბავშვს სათამაშოებისგან - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
როცა სახლში პატარა ბავშვია, უფროსებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. წუთიც საკმარისია, რომ პატარამ ისეთი რამ მოიქმედოს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის ჯანმრთელობას. ეს შეიძლება, უბრალო სათამაშოს გამოც მოხდეს.
საშიშროება #1 - ქიმია
როცა სათამაშოების მავნებლობაზე საუბრობენ, როგორც წესი, მხედველობაში აქვთ ის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამ სათამაშოს დამზადებისას გამოიყენება. ტყვიის, ფენილის, კადმიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველი ჭრელა-ჭრულა სათამაშოების პირში ჩადების შემდეგ ბევრი დაავადების რისკი იზრდება, მათ შორის - ალერგიული რექციების, სასუნთქი გზების დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და ა.შ.
როგორც წესი, საქართველოში ეს სათამაშოები არ მოწმდება, შესაბამისად, არც მათი შემცველი ნივთიერებების გამოვლენა ხდება, ამიტომ იმ მონაცემებს ვეყრდნობით, რაც სხვა ქვეყნების ლაბორატორიებმა დაადასტურეს. საეჭვო შემცველობაზე ძირითადად ჩინური წარმოების სათამაშოები მოწმდება.
ავტორი: ნიუპრესი