|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სილიკონის ბავშვები - დედების ახალი და საშიში გატაცება

შვილი არ გყავთ? თოჯინას ხომ არ იშვილებდით? – ეს შეკითხვა სავსებით ლოგიკურად ჟღერს

ლონდონის მცხოვრებმა ქალმა, 38 წლის ბეკი ტულიმ, რომელმაც დაკარგა გოგონას გაჩენის იმედი, 17 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა იმაზე, რომ გოგონა თოჯინები შეიძინოს. ოღონდ, ეს ჩვეულებრივი თოჯინები არ გახლავთეს რებორნებია

ბოლო დროს სულ უფრო საშიში პოპულარობა მოიპოვეს რებორნებმაცოცხალი ბავშვის საოცრად მსგავსმა თოჯინებმა, რომლებიც ბევრ ადამიანს მართლა უცვლის შვილს.
38 წლის ბეკის სამი ვაჟი ჰყავს, მაგრამ ირწმუნება, რომ მთელი გულით სურდა გოგონა. მართალია, ვაჟებიც უყვარს, მაგრამ ნამდვილი დეპრესია დაემართა იმის გამო, რომ ქალიშვილი ვერ გააჩინა. 2009 წელს საკვერცხეები ამოაჭრეს და სულ დაკარგა ოცნების ასრულების შანსი, მერე კი უნახავს გადაცემა რებორნ-თოჯინებზე და გადაწყვიტა, ერთი ასეთი "სილიკონის შვილი" თავადაც აეყვანა.
თანაც, აღმოაჩინა, რომ მას არც მოვლა უნდა, არ ტირის, არ ითხოვს ჭამას, გასეირნებასგეწვინოს სადაც გინდა, ეფერე რამდენიც გინდა, და სულ იმ ასაკის იქნება, როგორც შენ გინ
და. ნამდვილი "აღმოჩენაა" იმ ადამიანებისთვის, ვისაც აშკარად აქვთ გარკვეული

ავტორი: ნიუპრესი