|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორი იქნება მსოფლიო 2025 წელს - ათი წინასწარმეტყველება

როგორი იქნება მსოფლიო ათი წლის შემდეგ? თუკი დავუჯერებთ დასკვნას "მსოფლიო 2025 წელს: 10 წინასწარმეტყველება ინოვაციების სფეროში",რომელიც მედიაკომპანია Thomson Reuters გამოაქვეყნა, შეიცვლება გადაადგილების საჰაერო საშუალებები, შესაძლებელი იქნება კვანტური ტელეპორტაცია და ყველაფერი ჩვენს ყოფით ცხოვებაში სახლებიდან დაწყებული გაზეთით დამთავრებული ციფრული გახდება,  აღნიშნავს Daily Mail-ს კორესპონდენტი ჯონათან ო კელაჰანი.

დასკვნის ავტორებმა მიმართეს მსოფლიო პატენტების მაჩვენებელს Derwent -ს და გაარკვიეს აღმოჩენების მიმართულებები - თუ რა აღმოჩენები დარეგისტრირდა 2012 წელს.  

 ავტორები პირველ რიგში მიუთითებენ საგრძნობ პროგრესს დაავადებების დამარცხების მიმართულებით. განსაკუთრებით, იმ დაავადებების,  რომლებიც ადამიანის გონებასუსტობას უკავშირდება.

მეორე რიგში 2025  წელს შესაძლებელი იქნება მზის ენერგიის მოპოვება, შენახვა  და გამოყენება. მზის შუქი იქცევა ენერგიის მთავარ წყაროდ.

ადამიანის გენომის ცვლა ასევე იქცევა რეალობად. შედეგად შესაძლებელი გახდება თავიდან აიცილო ისეთი დაავადება როგორიც დიაბეტია.

დანათების ტექნოლოგიებში გარღვევის წყალობით მარცვლოვანი კულტურების გენეტიკურ მოდიფიცირებასთან ერთად საკვების უკმარისობა და პროდუქტებზე ფასების მერყეობა წარსულს ჩაბარდება.

მიღწევები იქნება მსუბუქ ავიამშენებლობაში.ახალი აკუმულატორული ტექნოლოგიები იმის შესაძლებლობას გააჩენენ, რომ  შეიქმნას და ყოფით პრაქტიკაში დამკვიდრდეს ახალი სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის სახეობები. ცაში იფრენენ მიკროთვითმფრინავები, რომელთაც დაჭირდებათ გაცილებით მცირე ადგილი აფრენისა და დაჯდომისთვის, ვიდრე დღეს, აღნიშნულია სტატიაში.

დასკვნის ავტორები სხვა სიახლეებსაც მიუთითებენ.  სახლის ტელეფონებიდან დაწყებული,რომელიც პასუხობს ყველა თქვენს სურვილსა და მოთხოვნილებას, დამოუკიდებლად მოაზროვნე ყოფითი ხელსაწყოებით დასრულებული,  ყველაფრის მართვა ციფრული ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი.

წინსვლა იქნება ფარმაკოლოგიაში, გაცილებით ზუსტი მედიკამენტები ჩაენაცვლება უკვე არსებულს. მედიკამენტები,რომელთაც არ ექნებათ გვერდითი მოვლენები.  

"ამ წინასწარმეტყველებებიდან რომელი რეალიზდება, ამის გარკვევა მომავალში მოგვიწევს, მაგრამ თამამი პროგნოზები მინიმუმ საინტერესოა და ცნობისმოყვარეობას აღძრავს",-  აღნიშნულია გამოცემაში.

.

წყარო: Daily Mail

 

ავტორი: ნიუპრესი