|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ჩუქნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს - ყველაზე უცნაური საჩუქრები

არსებობს ტრადიცია, რომ დიპლომატები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. ჩვენ წარმოგიდგენთ დიპლომატიის უახლეს ისტორიაში ყველაზე უცნაური საჩუქრების ჩამონათვალს.
1990 წელს ჯორჯ ბუშს ინდონეზიის ხელისუფლებამ ხვლიკის ერთ-ერთი სახეობა, ვარანი (Varanus komodoensis) აჩუქა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარანი მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში. მიუხედავად ცხოველის ისტორიული ღირებულებისა, ბუშმა ის ზოოპარკს გადასცა. ინდონეზიაში ეს ცხოველი ნაციონალურ საგანძურად ითვლება.
2009 წელს ჯორჯ ბუშ-უმცროსმა საჩუქრად ბატკნის ხორცი მიიღო. ყველამ იცის, რომ ბუში, როგორც ჭეშმარიტი ტეხასელი, ხორცზე გიჟდება, ამიტომ არგენტინის პრეზიდენტმა მას 130 კგ. ბატკნის ხორცი აჩუქა. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ხორცი ბუშის თეფშზე მოხვდებოდა. დიდი ალბათობით, უსაფრთხოების სამსახურები  ამას არ დაუშვებდნენ.
2009 წელს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საჩუქრად არც მეტი არც ნაკლები, ზეითუნის ზეთი მიიღო, ზეთი ობამას პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტმა აჩუქა. საჩუქრის ღირებულება 75 დოლარი იყო და ის ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი საჩუქარია აშშ-ის პრეზიდენტების საჩუქრებს შორის. უცნობია გამოიყენეს თუ არა ობამებმა ზეთი სამზარეულოში. თუმცა, უეჭველად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური საჩუქარია

ავტორი: ნიუპრესი