|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მზის დამწვრობის მოვლის 5 მარტივი ხერხი

1. დაიდეთ ბავშვის ჰიგიენური ხელსახოცი დამწვარ ადგილზე. ასეთი საწმენდები მოგაშორებთ ბაქტერიებს და ჭუჭყს და ამასთან, გაგირგილებთ მზისგან მიღებულ დამწვრობას.

2. მოასხით თხევადი თაფლი დამწვარ კანს. თაფლი ნატურალური ანტისეპტიკური საშუალებაა და შეუძლია დაზიანებული კანის განკურნება და ინფექციისგან დაცვა. ფრთხილად წაისვით დამწვრობაზე, მოახვიეთ საფენი და დატოვეთ, სანამ არ შეიწოვს.

3. ჩაიცვით ფართხუნა ტანსაცმელი სანამ კანი მოშუშდება. მომდგარი ტანსაცმელი დამწვარ კანს ხუთავს. ასე რომ, თუ შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებულს არ გსურთ, რომ დაწითლებული კანი დაანახოთ თანამშრომლებს, ჩაიცვით ფართო ტანსაცმელი, რაც მისცემს კანს სუნთქვის და სწრაფად მოშუშების საშუალებას.

4. თხლად წაისვით ცივი იოგურტი დამწვარ ადგილას და გაიჩერეთ 10 წუთი. იოგურტი დაეხმარება თქვენს კანს ბუნებრივი იერის დაბრუნებაში. 10 წუთის შემდეგ ნაზად ჩამოიწმინდეთ სველი ხელსახოცით.

5. სვით ბევრი წყალი როგორც კი შეამჩნევთ, რომ კანზე დამწვრობა მიიღეთ. თქვენმა სხეულმა შეიძლება დიდი რაოდენობით დაკარგოს წყალი მზის დამწვრობისას, ამიტომ აუცილებლად სვით დღეში ლიტრობით წყალი.

ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი