|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში პირველი ქართულ-ბოლივუდური ფილმი გადაიღეს

საქართველოში ქართულ-ბოლივუდური პირველი ერთობლივი ფილმის გადაღება დასრულდა. პროექტში ქართულ მხარეს ორი კომპანია წარმოადგენს: „მეტროსტუდია“, რომელიც გადაღებების პროცესს საკუთარი აპარატურით უზრუნველყოფს და „ეს–2 ფროდაქშენ“, რომელიც გადაღებების აღმასრულებელი პროდიუსერია. 


როგორც „კომერსანტთან“ ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერი ირაკლი მაქაცარია აცხადებს, საქართველოს მხრიდან ამ პროექტით დაინტერესების მთავარი მიზანი კინოინდუსტრიის განვითარებაა. თუმცა, ეს ტურისტების მოსაზიდადაც ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან ბოლივუდის ფილმებს მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი უყურებს და ვარაუდობს, რომ მათი მხრიდან საქართველოთი დაინტერესება გაიზრდება. ფილმის ბიუჯეტის გახმაურებისგან მაქაცარია როგორც თავად ამბობს გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებს. თუმცა, მისივე თქმით, სტატისტიკას ეკონომიკის სამინისტროს სისტემატიურად მიაწვდიან და წვლილს შეიტანენ საქართველოში უფრო მეტი უცხოური თანხის დახარჯვაში. ფილმის ჩვენება 2015 წლის თებერვალში ბოლივუდში, ხოლო შემდეგ საქართველოში შედგება.

commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი