არის თუ არა სიცოცხლე „ევროპაზე“?
NASA მზად არის გამოყოს 25 მილიონი
დოლარი ხელსაწყოებისთვის, რომელიც აუცილებელია იმის გამოსაკვლევად არის თუ არა
სიცოცხლე „ევროპაზე“. „ევროპა“ იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრია, რომელიც ჯერ კიდევ
გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა, წერს The Independent.
NASA -ამ გამოაცხადა კონკურსი მეცნიერთა შორის - ვინ
უკეთეს წინადადებას შესთავაზებს ცენტრს, თუ როგორ გამოიკვლიონ და შეისწავლონ „ევროპა“.
20 გამარჯვებულს 2015 წლiს აპრილში გამოავლენენ.
„ევროპაზე“, პლანეტა იუპიტერის ოთხიდან
ერთ -ერთ უმსხვილეს თანამგზავრზე, მრავალკილომეტრიანი
ყინულის ფენის ქვეშ არსებობს თხევადი წყლის მთელი ოკეანე. მეცნიერები ამ ოკეანეს არამიწიერი
სიცოცხლის ერთ-ერთ ყველაზე შესაძლო თავშესაფრად
თვლიან. ბოლო წლებში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ეს ოკეანე გაზებისა და
მინერალების მუდმივ ცვლას აწარმოებს ყინულის ზედაპირთან, ასევე დაამტკიცეს ოკეანეში
იმ ნივთიერებების სიმრავლე, რომელიც აუცილებელია მიკრობების არსებობისთვის.
„გამოკვლევა კაცობრიობას კიდევ ერთი
ნახტომის გაკეთების საშუალებას მისცემს და იმ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალებასაც - მარტონი ვართ თუ არა ამ სამყაროში", -აღნიშნავს NASA -ას წარმომადგენელი ჯონ გრანსფელდი.
გამოცხადებული თანხა 25 მილიონი დოლარი მხოლოდ ხელსაწყოების დამზადებას დასჭირდება, ხოლო იუპიტერის თანამგზავრზე მოხვდრა კოსმოსური ხომალდით Europa Clipper უნდა მოხდეს, რომლის ღირებულება 2 მილიარდი დოლარი იქნება.
ავტორი: ნიუპრესი