სამუშაოს საძებნელად მისული ორსული ქალი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა
მოსკოვში ორსული ქალი გააუპატიურეს და გაძარცვეს. 22 წლის, რვა კვირის ორსული ქალი, ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, მოსკოვის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სახლში, ძიძად მოსაწყობად გამოცხადდა. საუბედუროდ, ბინაში მას ორი მამაკაცი დახვდა, რომლებმაც იარაღის მუქარით გააუპატიურეს, გაძრცვეს და შემდეგ მიიმალნენ.
აღნიშნულიდან მალევე, მსხვერპლმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, სადაც მას საჭირო დახმარება აღმოუჩინეს, ჰოსპიტალიზაციაზე კი უარი განაცხადა.
ამ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე - "გაუპატიურებისა" და "ძარცვის" მუხლით აღიძრა. გაზეთის "კომსომოლსკაია პრავდა" ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქალი სამუშაოს საძებნელად მივიდა იჯარით არის გაცემული. მისი მფლობელი იძებნება.
vesti.ru
"info9"
ავტორი: ნიუპრესი