|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 წლის გოგონამ თანაკლასელს თავი მოაჭრა

იაპონიის ქალაქ სასებოში, პოლიციამ 15 წლის სკოლის მოსწავლე დააკავა, რომელიც თანაკლასელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ეჭვმიტანილმა რომელიც მარტო ცხოვრობდა, თანაკლასელი თავის სახლში მიიწვია. სტუმრად მოსულ გოგონას იგი უკნიდან მიეპარა და ბლაგვი საგანი რამდენჯერმე თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ, ეჭვმიტანილმა მეგობარს თავი მოჰკვეთა და მარცხენა ხელი მოაჭრა.

ეჭვმიტანილმა გოგონამ დანაშაული აღიარა. მეგობრებისა და ნაცნობების დახასიათებით იგი ძალიან კარგად სწავლობდა, მაგრამ ხშირად უმიზეზოდ ეცვლებოდა განწყობა და ადვილად გამოდიოდა წყობიდან.

/polit.ru/

"info9"

ავტორი: ნიუპრესი