|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მღვდელი ამტკიცებს, რომ ეშმაკი მობილურზე მესიჯებს სწერს

პოლონელი მღვდელი, მამა მარიან რეიჯჩელი იაროსლავიდან, რომელმაც თინეიჯერ გოგონაზე ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა, ამტკიცებს, რომ ეშმაკი მესიჯებით ეკონტაქტება. 

როგორც მღვდელი ამბობს, მან გოგონას სულიდან ეშმაკის გამოდევნისას წარუმატებლობა განიცადა და მას შემდეგ სიძულვილით სავსე მესიჯებს იღებს. მარიანი ფიქრობს, რომ დემონი შეპყრობილ თინეიჯერს 

იყენებს, რომ მას თავს დაესხას და ამას მობილურის დახმარებით აკეთებს.

"ამ ტექსტების ავტორი ბოროტი სულია, რომელსაც გოგონას სული ჰყავს შეპყრობილი", - ამბობს მღვდელი.

როგორც დასავლური გამოცემები წერენ, მღვდელს მსგავსი შინაარსის ტექსტები მისდის: - "ის ამ ჯოჯოხეთიდან არ ამოვა. ის ჩემია. ვინც მისთვის ილოცებს, მოკვდება"; "მოკეტე მქადაგებელო. თავს ვერ გადაირჩენ, იდიოტო. პათეტიკურო ბებერო მქადაგებელო".

მარიანი ამბობს, რომ გოგონა უდავოდ შეპყრობილია და დახმარებას საჭიროებს. 

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.
ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი