ავთანდილ დოლიძე - ყველა მორწმუნე ქრისტიანი მღვდელია
რელიგიური
უმცირესობები ბოლო პერიოდში კვლავ საზოგადოების ყურადღების ქვეშ ექცევა. ყურადღება
ნაკლებად არის განპირობებული ე.წ. კეთილი ნიუსის მიზეზით. საზოგადოების ყურადღებას
უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართ გამხორციელებული ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები
იქცევენ. ამ აგრესიის ერთ-ერთ მიზეზად კვლავ
რა ინფორმაცია არსებობს არატრადიციული რელიგიური უმცირესობების შესახებ საქართველოში, რამდენად იცნობენ, რამდენად არსებობს ირაციონალური შიშები მათ მიმართ?
- დღეს ჩვენს ეკლესიაზე გაცილებით მეტი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ შეძლებისდაგვარად ყოველთვის აქტიურობდა ეკლესია, დამოკიდებულება არა მგონია რადიკალურად შეცვლილიყო. მართალია დღეს არ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც განსხვავებული რწმენის გამო ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, უწვავდნენ ლიტერატურას და ა.შ. მაგრამ, არა მგონია ეს მენტალური ცვლილების ბრალი იყოს, ალბათ სიტუაცია რომ ჩავარდეს ბევრი არც დევნიდან დაიხევს უკან. მიუხედავად ამისა ადამიანების გარკვეულ პროცენტში დამოკიდებულება შეცვლილი არის. აქ შეიძლება პიროვნული ფაქტორიც მოქმედებს: ადამიანები გიცნობენ, ურთიერთობაში შემოდიან, ხვდებიან რომ „საშიში“ არ ხარ. თუმცა, ამ ბოლო პერიოდში მომხდარი ერთი ფაქტი მახსენდება. მოგეხსენებათ, რომ ზაფხულობით ვმართავთ ბანაკებს ახალგაზრდებისათვის, ჰოდა ეს ბანაკი რამოდენიმე ახალგაზრდამ დატოვა იმის გამო, რომ ბანაკს მართავდა პროტესტანტული ეკლესია და თანამშრომლებიც პროტესტანტები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ დენომინაციური ქადაგებები არ მიმდინარეობს და უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღ წესზეა მოწოდება, მათი წასვლის ერთდადერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ ბანაკის თანამშრომლები იყვნენ არამართლმადიდებლები. პრობლემები იქმნება სახელმწიფო დონეზეც - დიდ ბიუროკრატიას ვაწყდებით, როდესაც საქმე რაიმეს მშენებლობას ეხება. მოკლედ, პირში არ გეუბნებიან, თუმცა მაინც სექტად მიაჩნიხარ.
- დღეს დიდი რელიგიური აქტივობაა ქართულ საზოგადოებაში. თუმცა მეორეს მხრივ საუბარია საკუთარი სარწმუნოების ნაკლებ ცოდნასა და რწმენაზე და ბევრ ფანატიზმზე. რამდენად იცნობენ საკუთარ რელიგიას, ქრისტეს მოძღვრებას თქვენს ეკლესიებში?
- ჩვენთანაც იგივე პრობლემაა, რაოდენობრივად ცოტა ვართ და შეიძლება ისე არ ჩანს. მაგრამ ეს პრობლემა რეალურად დგას. არის ხალხი, რომელიც წლებია დადის ეკელესიაში და წესით ბევრი რამ უნდა იცოდეს ღმერთის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ადგილი აქვს ისეთ ფაქტებს, როდესაც მორწმუნე ადამიანისთვის კაცის
ავტორი: ეკა კუხალაშვილი