|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალს, რომელმაც ორი შვილი საყინულეში გაყინა, მშობლის უფლება ჩამოართვეს

სვერდლოვსკის ოლქის საქალაქო სასამართლომ, 31 წლის ირინა ტიმოშენკოს, რომელმაც თავისი ორი ახალშობილი ვაჟი მოკლა, მშობლის უფლება ჩამოართვა. სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე, ბრალდებულის 10 წლის გოგონას ბებია წაიყვანს. პროკურორმა თავის სარჩელში გოგონას მამისთვის გადაცემა მოითხოვა, თუმცა მამამ მის გაზრდაზე უარი განაცხადა, - იტყობინება "ინტერფაქსი".

ირინა ტიმოშენკო მუშაობდა სასურსათო მაღაზიაში გამყიდვლად 2013 წლის აპრილამდე. მაისში, ბავშვების გაყინული სხეულები პოლიციამ მაღაზიის საყინულეში აღმოაჩინა. როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, ორივე ბავშვი დაიბადა ჯანმრთელი და გარდაიცვალა ჰიპოთერმიის შედეგად - სხეულის გადაციება.

ტიმოშენკოს ბრალი წაუყენეს ორი ადამიანის მკვლელობაში, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იგი საღი აზრის მატარებელია და აცნობიერებდა რას აკეთებდა. დანაშაული მან არ აღიარა და ჩადენილი მშობიარობის შემდგომ დეპრესიას მიაწერა.

შედეგად, ირინა ტიმოშენკო დამნაშავედ სცნეს ორი მცირეწლოვანის მკვლელობაში. სასჯელისგან იგი ამნისტიით გათავისუფლდა.

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა