|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზღვაზე დასვენება - ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა

ადამიანთა დიდი უმრავლესობა ტრადიციულად ყოველწლიურად მიემგზავრება ზღვაზე. რატომ ვლახავთ ასობით კილომეტრს და მივმგზავრებით ზღვის სანაპიროსკენ? 
მოღრუბლული დღეებითა და ერთფეროვნებით დაღლილი ჩვენი ორგანიზმი ინსტიქტურად მიიწევს მზისა და ზღვისკენ. მზის სხივები ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ორგანიზმში D ვიტამინის წარმოქმნას, გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება, აუმჯობესებს ორგანიზმის ტონუსსა და იმუნიტეტს. 
ექიმები მზის აბაზანებს ურჩევენ კანის ზოგიერთი დაავადების, რაქიტის, ცუდად შეხორცებადი ჭრილობების, ტუბერკულოზის, ფილტვების დაავადებების დროს, თუმცა არსებობს უკუჩვენებებიც: სიმსივნე, ანთებითი პროცესი, ენდოკრინული დაავადებები. 
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ზღვის წყალი. სანაპიროზე დასვენება უკვე დიდი ხანია აღიარებულია მკურნალობად და მას თალასოთერაპია ეწოდება. ზღვის სუფთა, ოზონით, იოდითა (განსაკუთრებით შავ ზღვაზე) და ზღვის მარილებით მდიდარი ჰაერი პრაქტიკულად ყველასთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. სადღაც ქრება სტრესული მდგომარეობა, ფილტვები თავისუფლად იწყებს სუნთქვას, ორგანიზმიც კაჟდება. ბანაობა, ცურვა, ზღვის წყლის აბაზანები ერთდროულად სასარგებლო ფიზიკური დატვირთვაცაა, ინჰალაციაც და მთელი სხეულის მსუბუქი, "ტალღისებური" მასაჟი.

mkurnali.ge

ავტორი: ნიუპრესი