ბებიამ 1978 წელს დაკარგული შვილიშვილი იპოვა
არგენტინის საზოგადო მოღვაწემ, ესტელა კარლიტომ, რომელიც 1970 წელს სამხედრო ხუნტის დროს გატაცებული მოზარდების ადგილსამყოფელს იძიებდა, საკუთარი შვილიშვილი იპოვა.
ხუნტის ლიდერები, მათი ოპონენტების
ბავშვებს არჩვენდნენ და სამხედრო რეჟიმის მომხრეებს გადასცემდნენ.
კარლიტომ ორგანიზაცია "Gran Plaza de Mayo" დააარსა (ბუენოს აირესის ცენტრალური მოედანის სახელწოდების), რომელიც მშობლებს ციხეში დაბადებული ბავშვების მოძიებაში
ეხმარება.
თავად ესტელა კარლიტოს
ჯერ კიდევ არ
ჰქონდა შანსი
იმისა, რომ მისი საკუთარი შვილიშვილი
ცოცხალი იყო.
მისი შვილიშვილი გვიდო, 1978 წელს ბუენოს აირესის ციხეში დაიბადა, როდესაც მისი დედა პოლიტიკური საქმიანობისთვის დააპატიმრეს.
ბიჭი წაიყვანეს, დედა კი ციხეში
ორი თვის
შემდეგ მოკლეს.
გვიდო ბუენოს აირესიდან 350 კმ
მოშორებით აღიზარდა. უცნობია, იცოდნენ
თუ არა მისმა აღმზრდლებმა, რომ ის დედას
წაართვეს. ბიჭმა
თავად გაარკვია ვინ იყო მისი მამა, დაუკავშირდა მას და თხოვა უგზოუკვლოდ დაკარგული
პირების მონაცემთა ბაზაში
არსებული ინფორმაცია დნმ ნიმუშთ გადაემოწმებიათ.
როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, დნმ
ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი 99.9%
ალბათობით მამა-შვილი არიან.
"ჩვენ ვისაუბრეთ ტელეფონით.
იგი სავსეა გრძნობებით, მაგრამ მან
თქვა, რომ
ძალიან ბედნიერია,"
- განაცხადა ესტელა კარლიტომ.
1976
წლიდან
1983 წლამდე არგენტინაში 30
000 აქტივისტი დაიღუპა.
წყარო: bbc.co.uk
ავტორი: ნიუპრესი