|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სერგეი ლავროვის ქალიშვილს რუსულად ლაპარაკი უჭირს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ერთადერთ ქალიშვილს ეკატერინა ლავროვას რუსულად ლაპარაკი უჭირს. მშობლიური ენის არცოდნის მიზეზი ის არის, რომ ეკატერინა ნიუ-იორკში დაიბადა და მისი ცხოვრების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. ამის შესახებ უკრაინის პრესა წერს რუსულ საინფორმაციოებზე დაყრდნობით. 

"მან მისი ცხოვრების 2/3 რუსეთის ფარგლებს გარეთ გაატარა. რადგან ეს არის რუსული ელიტის ტრადიცია.ეკატერინა 20 წელი აშშ-ში ცხოვრობდა, შემდეგ ბრიტანეთში და მხოლოდ ბოლო რამოდენიმე წელია რაც რუსეთში ცხოვრობს".

რუსული ელიტის წარმომადგენლები რომლებიც მუდმივად მიუთითებენ „დამპალ დასავლეთზე“, ამის მიუხედავად თავად უყვართ დასვენება და ცხოვრება დასავლეთში. პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს, მედვედევის შვილი მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში  სწავლობს, რუსეთის ვიცე -პრემიერის შვილს ბიზნესი უცხოეთში აქვს. გოსდუმის ვიცე-სპიკერის, პატრიოტი ჟელზნიაკის ქალიშვილები შევიცარიაში სწავლობენ. პრაქტიკულად რუსეთის ყველა მინისტრის და დეპუტატის შვილი უცხოეთში აშშ-სა და ევროპაში სწავლობს დ ა ცხოვრობს. 

haqqin.az

ავტორი: ნიუპრესი