ბორის აკუნინი "პუტინის" რუსეთს ტოვებს
ფხიზელისათვის მთვრალებთან ერთ სახლში არსებობა უსიამოვნოა, - აცხადებს მწერალი ბორის აკუნინი. მან ამის შესახებ "ეხო მოსკვის" საკუთარ ბლოგზე დაწერა."პუტინის რუსეთთან მე შეხების წერტილები არ მაქვს, ჩემთვის აქ ყველაფერი უცხოა. და აქ ყოფნა საყოველთაო გონის აღრევის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია. ამის გამო ემიგრაციაში წასვლას, რასაკვირველია, არ ვაპირებ, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს საზღვარგარეთ გავატარებ. დროდადრო ჩამოვალ, რომ შევხედო, ხომ არ დასრულდა ლოთობა, ხოლო იმის ნაწილად, რასაც რუსეთი ჰქვია, მე დავრჩები. ამ თვალსაზრისით, ექსპატრიაცია ნამდვილად შეუძლებელია. და არც ის რუსეთი, რომელიც ჩემი ნაწილია, არასდროს მიმატოვებს", - აღნიშნავს ბორის აკუნინი - ჩხარტიშვილი.
ავტორი: ნიუპრესი