ლევან აბაშიძე - რელიგიის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეიცავს რისკებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რელიგია ცალკე საგნად უნდა ისწავლებოდეს. - ამ ინიციატივით რამდენიმე ხნის წინ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე გამოვიდა. აღნიშნულ ინიციატივას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, როგორც სპეცილიასტთა, ისე არასპეციალისტთა მხრიდან.ხაზი გაესვა საჯარო სკოლებში რელიგიის სწავლების სიკეთეებს, თუმცა აქცენტი გაკეთდა საფრთხეებზეც, რაც
ამ ინიციატივის დანერგვას შეიძლება მოყვეს.
მაინც რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია რელიგიის ცალკე საგნად სწავლება
სკოლებში? რა სახის რისკებთან შეიძლება გვქონდეს საქმე?
რამდენად არსებობენკვალიფიციური კადრები სწავლების პროცესის საწარმოებლად?
- რამდენად გესახებათ აუცილებლობად რელიგიის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში?
- აუცილებელი არ არის. შეიძლება ისწავლებოდეს ან არ ისწავლებოდეს. ორივეს აქვს თავისი პლუსები და მინუსები (რისკები). თუ რელიგიის სწავლება არ იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მაშინ ერთის მხრივ დავიცავთ სრულ ნეიტრალიტეტს და თანასწორობას რელიგიათა შორის და ავიცილებთ რისკებს. მეორეს მხრივ (მინუსი) ის მთლიანად კერძო სექტორს დარჩება და სკოლადამთავრებულთა დიდ ნაწილს ძალიან მწირი ცოდნა ექნება რელიგიების შესახებ. თუ რელიგიის სწავლება იქნება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, მაშინ გაიზრდება განათლება და ცოდნა რელიგიების შესახებ. ამგვარი განათლება (მათ შორის საკუთარი და სხვა რელიგიის/კონფესიის შესწავლა, -
თუ ის ნეიტრალურად და ხარისხიანად იქნება მიწოდებული) ხელს შეუწყობს რელიგიური ტოლერანტობის დამკვიდრებას. ამავე დროს რელიგიის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეიცავს რისკებს.
- რა რისკებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? მაგალითად, რამდენად დიდია ჩვენს რეალობაში იმის საფრთხე, რომ რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლებში გადაიქცეს
ავტორი: ეკა კუხალაშვილი