ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტი ცხრაჯერ შეცვალა
ქუთაისის საკრებულო
დღეს რიგგარეშე სხდომას
გამართავს, რომელზეც მიმდინარე წლის ბიუჯეტის
ცვლილებებს განიხილავს. როგორც დეპუტატებმა "ახალ
გაზეთთან"საუბარში განაცხადეს, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების
გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამას
30 ათასი ლარი აკლდება.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა პროგრამას 40 ათასი.
„თავის დროზე, ქალაქის სოციალური სამსახურის უფროსი ბატონი ზურაბ მარგველაშვილი სიამაყით წარმოგვიდგენდა, რომ ეს თანხები გარდატეხას მოახდენდა სოციალურ სფეროში. დღეს კი ეს თანხები სხვა მიმართულებით გადადის. ბატონი ზურაბ მარგველაშვილი კი ამ დროს მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისათვის თანხების გაზრდის დაპირებებს იძლევა“- აცხადებს საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.
მისი თქმით, ბიუჯეტში ცვლილებები მერიას წელს უკვე
უკვე მეხუთედ შემოაქვს, რაც არასწორ დაგეგმვაზე მეტყველებს.
დეპუტატის თქმით, "რიგგარეშე სხდომაზე გამოტანილი საკითხებიდან ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული სპორტული სკოლების აიპის წესდების ცვლილებაა. ქუთაისში სამი სპორტული სკოლა უკვე გაუქმდა. კარგი ამბავია, რომ ქალაქში საცხენოსნო კლუბი იქმნება, რომელიც სპორტულ აიპიში გაერთიანდება."-განაცხადა მან.
ბიუჯეტის სხვა მუხლებისათვის
მოკლებული თანხის ნმნიშვნელოვანი ნაწილი მერიის სარეზერვო ფონდის და
სპორტული აიპის მიმართულებით გადაინაცვლებს.
ქალაქის საფინანსო
სამსახურის უფროსის, ირაკლი ავალიანის თქმით, "მიმდინარე წლის ბიუჯეტში არათუ მეხუთე, მერვე თუ მეცხრე ცვლილება შედის, დღეს ყველაზე დიდი
ცვლილება განხორციელდება და ის ბიუჯეტის
30 პუნქტს მოაცავს."
ავალიანის თქმით, ისე არ ხდება, რომ სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი მუხლიდან თანხები სხვა მიმართულებით გადადიოდეს, ისევ სოციალურ
სფეროში რჩება, ოღონდ სხვა საჭიროებებზე.
ავალიანი ცვლილებებს
ამართლებს და აცხადებს, რომ ყველა ცვლილება სამსახურებისა და აიპის მოთხოვნებისა და
საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე