სამსონ გუგავა: "ქუთაისის ადგილობრივი შემოსავლების ნახევარზე მეტი ბიუროკრატიის შენახვისათვის იხარჯება"
ქუთაისის საკრებულოს წევრი "ლეიბორისტული პარტიიდან" სამსონ გუგავა ქუთაისის ბიუჯეტის პერიპეტიებზე და ქალაქის განვითარების მისეული ხედვის შესახებ "ახალ გაზეთს" ესაუბრა:
-ქუთაისის წლევანდელი
ბიუჯეტიც იმავე ინერციით არის მიღებული, რაც წლების განმავლობაში არსებოდა. 60 მილიონამდე ადის ქუთაისის
ბიუჯეტი, მაგრამ გავიდეთ ქალაქში და ვკითხოთ ხალხს, თუ ვინმე
გრძნობს ამ ფულის ხარჯვას ქუთაისში.
წინა ხელისუფლება
იმიტომ შეიცვალა რომ, მისთვის პრიორიტეტი
ხალხი არ იყო, სამწუხაროდ,
ეს ტენდენცია არ შეცვლილა.
ბიუჯეტი, პირველ რიგში ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა
ჩინოვნიკებსა და იმ ბიუროკრატიულ აპარატზე, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას მართავს.
ქუთაისის ადილობრივი შემოსავლების ნახევარზე
მეტი, 10 მილიონი ლარიდან
6
მილიონამდე ბიუროკრატიის შენახვისათვის იხარჯება, ანუ ქალაქი იმისათვის მუშაობს, რომ ბიუროკრატია
შეინახოს. დანარჩენი
არის ცენტრიდან წამოსული ტრანსფერები და გრანტები. ეს არის ცენტრიდან მოცემული თანხა და თავადვე ცენტრი
განსაზღვრავს, თუ როგორ დაიხარჯოს ის. არც ამ მხრივ შეცვლილა რამე. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ
მაშინ სახელმწიფო მანქანა უფრო გამართულად
მუშობდა, იყო ცენტრალიზებული პროექტები...
გადაუდებლად აუცილებელია, რომ ამ ქალაქმა ფუნქციის დაბრუნებაზე მუშაობა დაიწყოს, ის ეფემერული
წარმოდგენები, რომ პარლამენტის აქ ყოფნა აგვაშენებდა,
წარსულს ჩაბარდა. ახალმა ხელისუფლებამ განაცხადი ამის შესახებ
გააკეთა, რაშიც მე მას ვეთანხმები.
ჩვენი გეოპილიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე,
პარლამენტი თბილისში უნდა იყოს.
-თქვენ რა გესახებათ ქუთაისისათვის ამის საპირწონე იდეად?
- ქუთაისის არ არის ცალკე აღებული ქალაქი, ის არის იმერეთის გული და სული
და ეს ასე უნდა იყოს შენარჩუნებული. ყველა თვალსაზრისით, ქუთაისის
უნდა იყოს მამოძრავებელი მთელი რეგიონისათვის, როგორც კულტურალად,
ასევე ეკონომიკურადაც. სწორედ რეგიონალური
ფუნქცია უნდა შევძინოთ ამ ქალაქს, უფრო სწორად
კი, დავუბრუნოთ, რადგან ქუთაისის ჰქონდა ეს ფუნქცია.
დავიწყოთ "ავტოქარხნის"
მიმდებარე ტერიტორიიდან-
იქ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ
მარტო ჩინელებისთვის გამოაცხადა
თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც ქალაქისთვის
არანაირ ეფექტს არ იძლევა.
30 ჰექტარი მიწა გაიყიდა 6 მილიონ
ლარად, ძალიან იაფად, ამას ემატება ის, რომ ისინი გადასახადებს არ იხდიან.
დაკავებული არიან ხე-ტყის გადამუშვებით,
მათ ასევე ჩალის ფასად აქვთ ნაყიდი საქართველოს ტყეები და ჭალები. არა მართო
ჩინელებისთვის, ადგილობრივებისთვისაც
გამოვაცხადებდით ავტოქარხანას თავისუფალ
ეკონომიკურ ზონად, ეფექტი იქნებოდა ის, რომ იქ დასახლებულ ადამიანებს
გაუჩნდებოდათ სამუშაო. რადგან
ყველა კომპანია დაინტერესებული იქნებოდა, იქ გაეხსნა თავისი წარმოება, სადაც გადასახადებს
არ გადაიხდა. ეს არის იდეალური ვარიანტი ამ მხარის განვითარებისათვის.
ასეევე ავანგარდის მხარეს შეიძლება ჩვენი
ფინანსებით გაგვეკეთებინა სასაწყობე
მეურნეობები ბოსტნეულისათვის. ქუთაისის მიმდებარე სოფლები ცნობილია თავისი
„მწვანე ოქროთი“. სააკაშვილის მთავრობამ ამ საქმიანობით დაკავებულ ხალხს მოუწოდა კრედიტების აღებისა და ბიზნესის გაზრდისაკენ, სახელმწიფომ
ვალდებულება აიღო, რომ გააყიდვინებდა
პროდუქციას, შედეგად კი გაკოტრება მიიღეს.
მსგავსი რამ
რო არ განმეორდეს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სასაწყობე მეურნეობების
შექმნა, რომ არსებობდეს
ამ მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის
პირობები და გლეხი ცალკეული პიროვნების ნება-სურვილზე არ იყოს
დამოკიდებული. კარგი იქნება ქალაქმა
ტექნოლოგიური ხაზი შეიძინოს და მინიტრაქტორები
გამოუშვას, ამით სოფელსაც გავაძლიერებთ და
ქალაქში დასაქმდება ხალხი. არაჩვეულებრივი ტრადიცია ქონდა მინისტარის ქარხანას, საკონსერვო ქარხნებიც საჭიროა, ეს იქნებოდა
ქალაქის ბიუჯეტისათვისაც რეალური
შემოსავლების წყარო. თვითმმართველობა უნდა იყოს ამის მიმართულების
მიმცემი. რატომღაც მიაჩნიათ,
რომ თვითმმართველობის საქმე არაა
სამუშაო ადგილების შექმნა.
სწორედ რომ თვითმმართველობის საქმეა,
ისეთი პირობების შექმნა, რაც ხელს
შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.
ახლა კი ჩვენ ნოტარიუსის როლში ვართ, ცენტრი გვიგზავნის თანხებს,
მიმართულებებსაც ის გვისაზღვრავს, ჩვენ მხოლოდ ნოტარიულად
ვაფორმებთ ამას.
-საინტერტესოა,
რამდენად ხდება ამ „ნოტარიულად გაფორმებული ვალდებულებების“ შესრულება?
ახერხებს ქალაქი იმ თანხების
ათვისებას, რომელიც ბიუჯეტშია გაწერილი?
- რომ ვერ ახერხებს,სწორედ
ამის გადაფარვას ემსახურება
ეს საბიუჯეტო ცვლილებები, რომელიც საკრებულო გასაოცარი
სიხშირით იღებს. მეხუთე სხდომაა უკვე, როდესაც
ერთი და იგივე ფული მოძრაობს ბიუჯეტის პუნქტიდან
პუნქტში. სპორტს გამოაკლეს
60 ათასი, მისცეს კულტურას,
მაშინ დაგვარწმუნეს, რომ კულტურა
კვდება ქალაქში , თუ ეს ფული არ მივეციც. ახლა გამოჩნდა,
რომ კულტურას ეს ფული არ სჭირდება და ეს ფული მიემართება
სხვა მიმართულებით. სოციალურად
დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობიას პროგრამას აკლდება 30
ათასი ლარი. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა პროგრამას 40 ათასი მოვაკელით.
პროგრამა „კორპუსს“
წინა საკრებულოს სხდომაზე
დავამატეთ ნახევარ
მილიონამდე, ცენტრიდან წამოსული თანხა იყო, ახლა ამ სხდომაზე 100 ათასს
ვაკლებთ, რაც ასევე
გაუგებარია.
თუ ადგილობრივი
თვითმმართველობა არ გაიაზრებს რომ საჭიროა ნოვატორული მიდგომები
და დარჩება არსებულ
პლატფორმაზე, მაშინ ჩვენ ამ ქალაქს
ვერ შევმატებთ ვერაფერს ..
უნდა შეიქმნას ქალაქის სოლიდარობის ფონდი,
სადაც სოლიდური შემომტანი იქნება თავად
ქალაქი და წაახალისებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ესაა გზა,
რომ ქალაქს საკუთარი ფული გაუჩნდეს, აც იქნება რეალური საფუძველი რეალური
თვითმმართველობის. უფულო ვერც ადამიანი
და ვერც ქალაქი ვერ არის რეალურად დამოუკიდებელი, ჯერ ჩვენ
პატარა ბავშვებივით ვართ და შევყურებთ
ცენტრალურ ბიუჯეტს.
ავტორი: ირინა მაკარიძე