|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნინო თალაკვაძე: "წყვილებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ ოჯახში იზრდება ბავშვი"

რა იწვევს ოჯახურ  ძალადობას? საქართველოში,  ბოლო  პერიოდში,    ოჯახური ძალადობის ფაქტების ზრდამ საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია. ტარდება ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციები, ვრცელდება განცხადებები და მიმართვები.  მოსახლეობის დიდი ნაწილი გმობს ყოველგვარ ძალადობას, თუმცა არსებობენ განსხვავებული  მოსაზრების მქონე  ადამიანები, რომლებიც მსხვერპლს ადანაშაულებენ  - “დამნაშავე  ქალია, რადგან ქალების უმრავლესობა ყოველგვარ საზღვარს გადასცდა!"-ამბობენ ისინი. 

 "Newpress.ge"ქუთაისის  ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო  სამედიცინო კლინიკის  ფსიქოლოგი ნინო თალაკვაძე ესაუბრა:

-რამდენად  მოგმართავენ  წყვილები მსგავსი პრობლემის დროს ?  

-ამ საკითხთან დაკავშირებით  წყვილების  საკონსულტაციო ვიზიტებმა  მოიმატა.  ამ ეტაპზე  სამი ოჯახი მყავს, რომლებსაც   ეკონომიური,    სოციალური,  ფსიქიკური  მიმართულებით  პრობლემები არ აქვთ,  თუმცა ხშირად აქვთ კონფლიქტი,  რომელიც ფიზიკური და  ფსიქოლოგიური ძალადობით  სრულდება.   პრობლემა როგორც ქალში,   ასევე მამაკაცშიც არის.  წყვილები ნაკლებ ყურადღებას უთმობს ერთმანეთს, რის შედეგადაც  ხდება გაღიზიანება და დაპირისპირება.  კონსულტაციაზე მოსული წყვილების  უმრავლესობა ერთმანეთს ადანაშაულებს კონფლქტის დაწყებაში.  

-რას ურჩევთ ასეთ დროს  ამ ადამიანებს?

-თუ გაცნობიერებულად ცხოვრება არ დავიწყეთ  და მარტო ემოციებით ვიცხოვრებთ,  ვერ შევძლებთ ცხოვრებაში სიმშვიდის მოპოვებას ვერც ოჯახში და ვერც საზოგადოებაში.  პიროვნებამ,   ქალი იქნება თუ კაცი,  უნდა გააცნობიეროს, რომ  მის ოჯახში იზრდებიან ბავშვები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახადონ ისინი კონფლიქტის მონაწილეები.   წყვილმა უნდა ისწავლოს ერთმანეთთან საუბარი და ურთიერთპატივისცემა.  დღეს  უმრავლესობას  კომუნიკაციის  პრობლემა აქვს,  საუბრის ნაცვლად  ყვირილს იწყებენ, რაც სასურველ შედეგს  არასდროს იძლევა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი