|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის რაიონში 80 წლის ქალბატონის გაუპატიურება სცადეს

 შემთხვევა ერთი თვის წინ,  ვანის რაიონის სოფელ ძულუხში მოხდა. 80 წლის ქალბატინის გაუპატიურება  40 წლის მამაკაცმა სცადა. მოძალადე დაზარალებულის ნათლულია.
"შევიდა დედაჩემის სახლში და ტანსაცმელი მთლიანად შემოახია. შემდეგ სხეულზე მიაყენა დაზიანებები... დედაჩემმა წინააღმდეგობა გაუწია და ამის უფლება არ მისცა. მთელი სოფელი მოითხოვს, რომ ამ მოძალადემ სოფელი დატოვოს,"- აცხადებს დაზარალებულის შვილი გოჩა რ-ძე.
როგორც დაზარალებული ქალბატონის შვილი აცხადებს, აღნიშნული ფაქტის გაგების შემდეგ მოძალადესთან მივიდა და მასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაზეც მან ვანის რაიონის პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცნობისთვის, ვანის რაიონულ პოლიციას დაზარალებულმა  ქალბატონმაც მიმართა, თუმცა საქმე დაიხურა.

წყარო: topnews.com.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა