|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბიძინა ივანიშვილი:"როგორც წავედი პოლიტიკიდან, ისევე მოვალ"

პრემიების თემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი მიმდინარე წლის მაისში  “FINANCIAL TIME-სთან ინტერვიუში გააკეთა, თემის აქტუალობასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს.
“მინდა გამოვეხმაურო ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე არცთუ სასიამოვნო პოლიტიკურ პროცესებს და მსურს ჩემი გულახდილი დამოკიდებულება გაგიზიაროთ იმ აღვირახსნილ ქცევებთან დაკავშირებით,  რაც პრემიების უზომოდ დიდი ოდენობით გაცემას შეეხება, პირდაპირ გეტყვით, მე ვარ შოკში და როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი ქართველ ხალხს დავპირდი, რომ იდეალურ გუნდთან ერთად ქვეყანას ავაშენებდი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ გუნდმა არ გაამართლა და ერთი-ორი ადამიანი თუ გამოიძებნება ისეთი, ვისზე დაყრდნობა თამამად შემიძლია და ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე, სამწუხაროდ უმეტესობამ ამ გუნდიდან ჩემი და საზოგადოების იმედები არ გაამართლა, რის გამოც მთელს ქართულ საზოგადებას მინდა ბოდიში მოვუხადო და დავპირდე, რომ როგორც წავედი პოლიტიკიდან, ისევე მოვალ მანამ, სანამ ქვეყანას მართლაც და ღირსეული გუნდი არ ჩაიბარებს, რომელიც  მუცლის ამოვსებაზე და ჯიპებზე კი არ იფიქრებს, არამედ თავის ხალხზე და ქვეყანაზე,”- აცხადებდა  ბიძინა ივანიშვილი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა