ქუთაისში "სმარტ კაფე" გაიხსნა
ქუთაისში, ფიტნეს
ცენტრ „ლაგუნაზე“ „ვისოლ ჯგუფმა“ თანამედროვე ტიპის „სმარტ კაფე“ გახსნა. ქართულ–ევროპული ტიპის კაფეტერია ქალაქის მოსახლეობას საშუალებას აძლევს
„სმარტის“ უგემრიელესი კულინარიული
კერძები სასიამოვნო გარემოში დააგემოვნონ.
ფიტნეს ცენტრ „ლაგუნას“ პირველ სართულზე გახსნილი „სმარტ
კაფე“ ერთადერთი ადგილია ქუთაისში, სადაც ჯანსაღ
ცხოვრებასთან ერთად, მომხმარებელს შეუძლია ჯანსაღი საკვები მიიღოს. „სმარტ კაფეს“ უნიკალურობა
სწორედ ის არის, რომ ყველაფერი ადგილზე მზადდება, ევროპული ხარისხისა და გამოცდილების
გათვალისწინებით.
ქართულ–ფრანგული საცხობი ქუთაისის „სმარტ კაფის“ მომხმარებლებს მრავალფეროვან
პროდუქტს სთავაზობს: ფრანგული კრუასანები, დანიური ფუნთუშები, უგემრიელესი ქართული პურ–ფუნთუშეული
– ეს ყველაფერი ადგილზე მზადდება.
„სმარტ კაფე“ სალათების მრავალფეროვან აჩევანსაც იძლევა
და ყველაფერი ეს მისაღებ ფასად. „სმარტ კაფეში“ სალათების ფასი 0.70 ლარიდან იწყება.
„ვისოლ ჯგუფი მთელ საქართველოში ავითარებს „სმარტის“
სუპერმარკეტების ქსელს და „სმარტის“ საცხობების ქსელს. ქუთაისში გახნილ „სმარტ კაფეში“
მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვთ ისარგებლონ „სმარტის“ საცხობის პროდუქტით,“ – ამბობს
„ვისოლ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.
„სმარტის“ კულინარიულ პროდუქტებეთან ერთად – უგემრიელესი
„კაპუჩინო“, „ლატე“, „ესპრესო“, „ამერიკანო“, სხვადასხვა სახეობის წვენები, ჰოლანდიური
„ბრედლის“ ჩაი – ყველაფერი ეს უკვე ქუთაისის
„სმარტ კაფეშია“.
უმაღლესი ხარისხის მომსახურება „სმარტ კაფეს“ სტუმრებს სრულ კომფორტს უქმნის. გარდა ამისა, შესაძლებელია „სმარტ კაფეს“ უგემრიელესი კულინარიული
ნაწარმის, ასევე, ყავისა თუ ჩაის შეკვეთა და
ადგილიდან წაღებაც.
„ქუთაისში აქამდე ასეთი ტიპის ობიექტი არ არსებობდა. ახლა საშუალება არის, ვისაც უნდა განტვირთა, დაჯდეს მშვიდ გარემოში, მიირთვას გემრიელად და თავი იგრძნოს ევროპულ კაფეში,“ – ამბობენ მომხმარებლები.
„შევეცადეთ კონკურენტული ფასები გვქონოდა. 1.50 ლარის ფარგლებში შეუძლია ადამიანს რომ დანაყრდეს და რაც მთავარია, თავი იგრძნოს ევროპაში, ევროპული მომსახურებით და ევროპული ხარისხით, “– ამბობს თორნიკე გურული.
„სმარტ კაფე“ ყოველდღე იმუშავებს, ფიტნეს ცენტრ „ლაგუნა ქუთაისის“ მსგავსად. შესაბამისად, ფიტნეს ცენტრის იდეალურ პიროებს: ტრენაჟორებზე ვარჯიშსს, საუნას, სოლარიუმს, მასაჟს, აუზსს, ტერასას რუჯის მისაღებად, ახლა უკვე „სმარტ კაფე“დაემტაა, თავისი მრავალფეროვანი პროდუქტით. თუმცა, „სმარტ კაფით“ სარგებლობა არამხოლოდ „ლაგუნას“ მომხმარებლებზეა გათვლილი. არამედ იქ მისვლა და „სმარტის“ უგემრიელესი კულინარიული პროდუქტის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კაფეში 30–მდე ადგილია.
სულ მალე კი ფიტნეს ცენტრ „ლაგუნაში“ არსებულ
კომფორტს კიდევ ერთი სიახლე დაემატება. მალე „ლაგუნას“ ფიტნეს ცენტრი და იქ
არსებული „სმარტ კაფე“ WIFI სისტემით აღიჭურვება და განტვირთვისა და
დასვენების გარდა, „ლაგუნაზე“ მისულ მომხმარებელს ადგილზე საქმიანი დროის
გატარებაც შეეძლება.
„ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ აქ იყოს WIFI, რათა მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ.
„სმარტის“ კაფეში ნებისმიერ მსურველს
შეეძლება მოსვლა, განტვირთვა და ასევე, მყუდრო, მშვიდ გარემოში მუშაობაც,“ – ამბობს
„ვისოლ ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.
შეგახსენებთ,
რომ „სმარტი“ ვისოლ ჯგუფის“ განუყოფელი ნაწილია, რაც მისი წარმატებულობის ერთ–ერთ
უმთავრეს განარტს წარმოადგენს. „სმარტის“
მუდმივი საზრუნავი მომხმარებლისთვის ექსკლუზიური პროდუქტების შეთავაზებაა.
"ვისოლი ჯგუფმა" ახალი მიმართულების განვითარება 2010 წლის დეკემბერში დაიწყო და
„სმარტის" პირველი სუპერმარკეტი აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურთან გახსნა. „სმარტი" მომხმარებელს 10 000-მდე დასახელების გერმანულ პროდუქტებს და ყოველდღიური მოხმარების საგნების ფართო არჩევანს სთავაზობს.
ავტორი: ნიუპრესი