|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარზე ოფიცილურად წარადგინეს

 ესტონეთმა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში   ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის ფილმი ”მანდარინები” წარადგინა.  ფილმი საქართველო - ესტონეთის ერთობლივი ნამუშევარია. ესტონეთს ფილმში მეტი თანხა აქვს ჩადებული და შეეძლო ”ოსკარზე” წარედგინა.  ”ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენს ნამუშევარს სხვა წარადგენს”, – განაცხადა რეჟისორმა.   ”ოსკარზე” საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ხორვატიის, სერბეთისა და ფინეთის ნომინაციებს: ხორვატიის რჩეული 2013 წლის კომედიაა – რეჟისორ ტომისლავ მერსიკის ფილმი ”Cowboys”; სერბეთმა წარადგინა რეჟისორ დრაგან ბიელოგრლიჩის 2014 წლის კომედია ”See You in Montevideo”.  ფინეთმა კი რეჟისორ პირო ჰონკასალოს შავ-თეთრი თრილერი ”Concrete Night” შეარჩია.

წელს ოსკარზე 2 ქართული ფილმიწარდგენილი  იყო.  გიორგი ოვაშვილის - "სიმინდის კუნძული" და ზაზა ურუშაძის "მანდარინები".  ამერიკის კინოაკადემიის მიერ შერჩეული 9 ფილმის სია ასეთია: "Wild Tales" - არგენტინა, "Tangerines" - ესტონეთი, "Corn Island" - საქართველო, "Timbuktu" - მავრიკია, "Accused" - ჰოლანდია, "Ida" - პოლონეთი, "Leviathan" - რუსეთი, "Force Majeure" - შევედეთი და "The Liberator" - ვენესუელა. კინოაკადემიის წარმომადგენლებმა  5 საუკეთესო ფილმი წარადგინეს, მათ შორის "ბერდმენი და ბავშვობა," რომელმაც ოქროს გლობუსი უკვე მოიპოვა.
'მანდარინები' გლობუსის უცხოენოვან ფილმების ნომინაციებშიც მოხვდა, თუმცა პრიზი "Leviathan"- ერგო. ოსკარის დაჯილდოებაზეც სავარაუდოდ სწორედ ეს ფილმი გაუწევს ურუშაძის 'მანდარინებს' კონკურენციას.

ზაზა ურუშაძის ფილმი ”მანდარინები” მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ადგილობრივები გაიყვანა, თუმცა რამდენიმე აფხაზეთში თავისი სურვილით დარჩა. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა; სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ესტონეთში საუკუნის მსახიობად აღიარებული ლემბიტ ულფსაკი, ელმო იუგანენი და დარავიო ტრასსი. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი ზაზა ურუშაძეა, პროდუსერები არტურ ვეებერი, ტატიანა მიულბეერი, კომპოზიტორი კი ნიაზ დიასამიძე.

”მანდარინებს” არაერთი ჯილდო ხვდა წილად. ფილმისთვის ზაზა ურუშაძემ ესტონეთის კინოკრიტიკოსთა პრიზი აიღო, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელს ლემბიტ ულფსაკს კი ჯილდო საუკეთესო როლისთვის ერგო. ზაზა ურუშაძემ კიდევ ერთი პრიზი და მადლობა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ესტონური კულტურის პოპულარიზაციისთვის მიიღო. ნამუშევარი ”ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის“ ორი ნომინაციის — „საუკეთესო რეჟისურისა“ და „აუდიტორიის ჯილდოს“ გამარჯვებულია. საერთო ჯამში 2013-2014 წლებში ფილმმა 15-ზე მეტი ჯილდო მიიღო. გახდება თუ არა  ფილმი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „ოსკარი“ მფლობელი , ეს ცნობილი 22 თებერვალს „დოლბის“ თეატრში გახდება . 

 

 

ავტორი: ნიუპრესი