ლამბერსექსუალები საქართველოშიც გამოჩნდნენ
ლამბერსექსუალი - ეს მამაკაცურ სტილსა და მოდაში ახალი ტენდენციაა, რომელმაც უკვე მსოფლიო დაიპყრო.
მისი ძირითადი მახასიათებლებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი, უბრალო ტანსაცმელი (მაისური, ან ფლანელის კუბოკრული პერანგი) და
ოდნავ უხეში შესახედაობა.
ლამბერსექსუალი მამაკაცები საქართველოშიც გამოჩნდნენ. ამ სტილს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ატარებს.
პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის შემდეგ, კახი კალაძე ძირითადად საქმიანი მამაკაცის სადა სტილის სამოსით ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, თუმცა სხვადასხვა სახის აქსესუარისა თუ ქსოვილთა ფერების წყალობით, ყოველთვის ახერხებდა განსხვავებული ყოფილიყო.
ბოლო რამდენიმე თვეა მინისტრმა წვერი მოუშვა, ცვლილებები შეინიშნება მისი ჩაცმის სტილშიც. როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერი ცდილობს თანამედროვე მოდის ტენდენციებს არ ჩამორჩეს. შეიძლება ითქვას, კახი კალაძე ქართულ პოლიტიკაში პირველი ლამბერსექსუალი მამაკაცია.
სახელწოდება "ლამბერსექსუალი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "lumberjack" - "შეშის მჭრელი". სწორედ ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ტყეებში მომუშავე შეშისმჭრელები - წვერიანი, ძლიერი აღნაგობის, უხეში შესახედაობის და უბრალო ფლანელის პერანგებში გამოწყობილი მამაკაცები გახდნენ ამ ტენდენციის შთაგონება.
ავტორი: ნიუპრესი