|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი წლის შემდეგ ხელისუფლება ლარს სირბილით რომ გამოეკიდოს, მაინც ვერ დააკავებს"- გიორხელიძე

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე, ლარის კურსის მოსალოდნელ რყევებზე,  სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე საუბრობს:

„სახელმწიფო უწყებები იღებენ ტენდერებისთვის ფულს, ვერ ხარჯავენ, ამ ფულს ხსნიან, გარბიან და ახურდავებენ დოლარებში, ამის შემდეგ დოლარზე იქმნება მოთხოვნა, იქმნება დეფიციტი, ლარი უფასურდება და ისინი რჩებიან მოგებაში. ეს დამოკიდებულია, რამდენად მარიფათიანი ხარ, რომ სახელმწიფო ხარჯზე კარგად იცხოვრო, საქართველო ხომ მარიფათიანი ხალხის სახელმწიფოა? დღეს ქვეყნის განვითარებაზე ლაპარაკი სასაცილოა, ვინც ამაზე ლაპარაკობს, არანორმალურად მიაჩნიათ.

მე ვფიქრობ, ახალი წლის დღეებში, უბრალოდ, ერიდებიან ხლხის გაღიზიანებას, თორემ ეროვნული ბანკიც მშვენივრად თაღლითობს... არ მოვერიდები ამ სიტყვებს, მართლა თაღლითობს და მთავრობის სისუსტეებით ძალიან კარგად სარგებლობს, ახალი წლის შემდეგ ხელისუფლება ლარს სირბილით რომ გამოეკიდოს, მაინც ვერ დააკავებს, ის უცებ გაანგრევს 2- ლარიან ნიშნულს, შემდეგ რა მოხდება, ეს დამოკიდებული იქნება სახელმწიფო პოლიტიკაზე.“- აცხადებს გიორხელიძე.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა