ვინ "ეკაიფება" 5 წლის ბავშვებს?
2015-2016 წლებიდან სასკოლო ასაკის მქონედ მიიჩნევიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში იუმორისტი გიორგი ჯანელიძე ასე გამოეხმაურა: "ახალი კანონის არსში ჯერ ბოლომდე ვერ გავედი, მაგრამ როგორც ირკვევა, ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იმ მოსწავლეებს, რომლებიც 15 სექტემბერს 6 წლისანი არ იქნებიან, სახელმწიფო სკოლაში არ მიიღებს და სთავაზობს, გაისადაც ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის იგივე პროგრამა გაიარონ, ოღონდ თავისზე უმცროსებთან ერთად. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელმწიფო 5 წლის ბავშვებს ეკაიფება?"
სასკოლო ასაკი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით 2014 წელს 6 წლით განისაზღვრა. 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალ პერიოდადაა განსაზღვრული და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულნი არიან ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდათ 6 წელი.
ავტორი: ანა ჯიქია