"თავისუფალი დემოკრატები" საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია იმერეთის აქტივს ქუთაისში დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე „Newpress.ge” ქუთაისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა ხურციძე ესაუბრა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, მთავარ განსახილვევლ საგანს პარტიის სამომავლო გეგმები წარმოადგენდა „შეხვედრაზე საუბარი პარტიის შენებას შეეხებოდა. პარტია იწყებს ინტენსიურ მუშაობას ამომრჩეველთან, პირველ რიგში, უბან-უბან და სოფელ-სოფელ სიარულს და იმის გარკვევას, თუ რა პრობლემები აქვს მოსახლეობას“, - განუცხადა „Newpress.ge”-ს მამუკა ხურციძემ. მისივე თქმით, პარტიას ახლა უფრო მეტი დამოუკიდებლობა ექნება, ვიდრე ეს კოალიცის შემადგენლობაში ყოფნისას ჰქონდა: “კოალიციის შიგნით ჩვენ არ ვიყავით განებივრებული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიგვეღო“,- ამბობს მამუკა ხურციძე.
„თავისუფალ დემოკრატებს“ ქუთაისის საკრებულოში ტრიბუნა აღარ აქვთ, ერთადერთი წარმომადგენელი, ლელა ქელბაქიანი იყო, რომელმაც პარტია დატოვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხურციძემ აღნიშნა: „მოხდა პოლიტიკური „განქორწინება“, შესაბამისად, მაჟორიტარებს და საკრებულოს წევრებს მოუწიათ გადაწყვეტილების მიღება. ჩვენმა დეპუ
ავტორი: ანა ჯიქია