|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალები ინფორმაციას მამაკაცებზე 3-ჯერ კარგად და მყარად იმახსოვრებენ

შვეიცარიელი მეცნიერების მიერ აღმოჩენილია კიდევ ერთი განსხვავება ქალისა და მამაკაცის თავის ტვინს შორის, ამჯერად, ემოციურ დონეზე. ქალები და მამაკაცები ემოციას აბსოლუტურად სხვადასხვანაირად აღიქვამენ.
შვეიცარელი მეცნიერების ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 3500-მა ადამიანმა. ყველა მათგანს მკლევარები სხვადასხვა სიუჟეტის სურათებს აჩვენებდნენ. ასე დადგინდა, რომ ქალები უფრო აქტიურად რეაგირებენ ნეგატიური ემოციით დამუხტულ სურათებზე. 
როგორც თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ აჩვენა, ნეგატიურ ემოციებზე ქალების უფრო მკვეთრად გამოხატული რეაქცია განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორული განყოფილების აქტიური მუშაობით.
მეცნიერებმა აღნიშნეს ქალის თავის ტვინის კიდევ ერთი თავისებურება: ისინი მამაკაცებზე 3-ჯერ უფრო კარგად და მყარად იმახსოვრებენ რაიმე სახით გადაცემულ ინფორმაციას. 

ავტორი: ნიუპრესი