|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალი VS მუნდირი, რა მოხდა ქუთაისის მერიის მისაღებში?!

რამდენიმე დღის წინ ქუთისის მერია ,,პაგონების“ ცნობილი სკანდალით მთელი საქართველოს ყურადღების ცენტრში მოექცა. რა მოხდა სინამდვილეში  და როგორია მომხდარის მიმართ პოლიტიკოსთა შეფასებები. ამის  გარკვევას ,,Newpress“ შეეცადა.

22 იანვარს ქუთაისის მერიის მისაღებში დაცვის  პოლიციის თანამშრომელსა და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს კახი დვალიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.  ამის მიზეზი დეპუტატის არასტანდარტულად პარკირებული ავტომობილი გახდა, რაზეც მას დაცვის თანამშრომელმა მიუთითა. კამათის დროს დვალიშვილმა მინდია კირკიტაძეს  მხარზე მოქაჩა.  თვითმხილველების მტკიცებით, დეპუტატი დაცვის თანამშრომელს დაემუქარა,   მის  ტექსტში ნახსენები იყო სიტყვა ,,გენერალიც“.  მომხდარ ფაქტს  მისაღებში დამონტაჟებული  ვიდეოკამერის ჩანაწერებიც ადასტურებს, თუმცა ეს არის მხოლოდ ვიზუალური კადრებია. რაც ფაქტის არაერთგვაროვანი ინტერპტეტაციის საშუალებას იძლევა.

  ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-  მუხლით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო, რაც პოლიციელისთვის  წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

    მოგვიანებით საკრებულოს სხდომაზე კომენტარი თავად დვალიშვილმაც გააკეთა. მან მომხდარში დაცვის პოლიციელი დაადანაშაულა და აღნიშნა  რომ საკუთარ უფლებამოსილებას  იმან  გადააჭარბა.  ,,ამ ყველაფერს წინ უძღოდა თანამშრომლის არაკომპეტენტურობა, მათ ვერ გაიგეს თავიანთუფლებები,  ითავსებდნენ მომწესრიგებლის ფუნქციასაც, უხეშად გადმოდიოდნენ და მგონი არ იცოდნენ, ვინ ვიყავი. არავითარი ზედმეტობა  ა  იყო და მივუთითე, რომ უნდა ასრულებდნენ მოვალეობას იმის შესაბამისად,  რა ფორმაც  აცვიათ.

ყოფილი ხელისუფლების დროს დავით კირკიტაძის მიერ დაცვის თანამშრომლისათის მიყენებულმა შეურაცხყოფამ  მაშინდელი ოპოზიციის  მხრიდან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რა ხდება დღეს,  მიდის თუ არა  ,,ქართული ოცნება“ ყოფილი ხელისუფლების  გზით?  ამ კითხვაზე  კახი დვალიშვილს საკუთარი პოზიცია  აქვს. ,,გეტყვით რომ არა. მე არ ვიცი საზოგადოებამ ნახა თუ არა ის კადრები, რაც მერიის სათვალთვალო კამერამ  დააფიქსირა. დაცვის თანამშრომელი მოვიდა და საკმაოდ მკაცრი ტონით მთხოვა გადამეყენებინა მანქანა, მე ავუხსენი, რომ სულ 5-6 წუთის საქმე მქონდა და ისევ გავდიოდი. ჩვენ გამობრძმედილები ვართ იმაში, რომ თუ კი პროვოკაციას აქვს ადგილი,  ასეთ დროს ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ. მე დავემორჩილე მოთხოვნას, გადავაყენე მანქანა და ამის შემდგომ მოვითხოვე დაცვის პოლიციასა და ადმინისტრაციას შორის გაფორებული ხელშეკრულება მოეძებნათ ჩემთვის. გადავხედე ამ ხელშეკრულებას და ამის შემდეგ  მივედი ადმინისტრაციაში და დაცვის უფროსთან გასაუბრება ვითხოვე. ვაღიარებ, რომ სამხრეებზე შევეხე, თუმცა ამით მე მას მოუწოდე, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ემოქმედა და პატივი ეცა  მუნდირისთვის“

,,ახალი გაზეთმა“  მომხდარის  შეფასება დვალიშვილის თანაპარტიელ  პარლამენტარს,  ,,ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელს  ანი მიროტაძეს თხოვა. მიროტაძის აზრით,  აღნიშნული შემთხვევა  მხოლოდ ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფ ადამიანს  შეეეძლო  გამოეყენებინა,  „ვიდეომასალას არ ახლავს ხმა, ამიტომ შესაძლებელია  ეს ბევრნაირად გადაითარგმნოს. პირადად მე,  არა იმიტომ, რომ მისი თანაგუნდელი ვარ,  მრჩება განცდა, რომ იქ, შეიძლება,   რაღაც გადამეტებულ  ხელის მოძრაობას ქონდა ადგილი, მაგრამ  მუქარა, ძალადობა,  ან მსგავსი რამ  იქ ვერ დავინახე.  უფრო მგონია, რომ ამ ადამიანის მიმართ იყო ჩასაფრებული პოზიცია,  ვფიქრობ,  არ შეიძლება ადამიანს დააბრალო , რომ ,,პაგონების“ დახევით ემუქრებოდა ვინმეს. ის ფაქტი, რაც ვნახე ამის დადასტურების შესაძლებლობას არ იძლევა“,-  განაცხადა ანი მიროტაძემ „ახალ გაზეთთან“  საუბარში.

მიროტაძის თქმით,  ის ერთ-ერთი იმათთაგანია ვინც ყოველთვის შეეწინააღმდეგება და გაილაშქრებს ძალადობის წინააღმდეგ.   ,,რაც შეხება იმას,  უნდა ხდებოდეს თუ არა ძალადობა პოლიციელებზე, გეტყვით, რომ არა.  იმიტომ რომ ეს არის იმ  ინსტიტუციის პატივიცემა, რომელიც ყველას ჭირდება ამ ქვეყანაში“.

 აღნიშნულთან და ზოგადად სამართალდამცავების მიმართ ძალადობის  თემაზე  საკუთარი შეხედულება აქვს  პარლამენტის წევრს  ფრაქცია ,,თავისუფალო დემოკრატებიდან“ ნინო გოგუაძეს. მისი თქმით,  ეს ტენდენცია მოდის ხელისუფლებიდან, რადგანაც სწორედ ხელისუფლება აკნინებს სხვადასხვა  ინსტიტუტებს.  „ზოგადად,  დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფო ემყარება ინსტიტუტებს შორის პატივისცემას. ნდობა არის პატივისცემაზე დამყარებული, მაშინ როდესაც ჩვენ  ვხედავთ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან, სხვადასხვა ინსტიტუტების დაკნინების და დამცირების მცდელობას, ურთიერმიმართებაში სრულიად დამამცირებელ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ეს გადადის სხვადასხვა ინსტიტუციებზე და ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, რომ ასე უდიერად მოექცნენ პოლიციელს, რომელიც ასევე ერთერთი საკმაოდ საპასუხისმგებლო ინსტიტუციის შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ვამბობ, რომ გაცილებით უფრო მძიმედ  არის საქმე, რადგანაც ტოტალურად ინსტიტუტების უპატივცემულობა, მყარდება ამ ქვეყანაში, რაც ძალიან სამწუხაროა და ვერ მიგვიყვანს, ნორმალური, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს აშენებამდე“, განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 მომხდარს ეხმაურებიან ,,ნაციონალურ მოძრაობაშიც“.  პარლამენტის წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ძალიან სამწუხაროა, რომ საჯარო მოხელე მსგავს ქმედებას ჩადის. ,,სამწუხაროა,  ასეთი ფაქტი, ნებისმიერი მოხელე, მითუმეტეს,  არჩევითი ორგანოს წევრი  მეტ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს.  სამწუხაროა, რომ მსგავს ფაქტს საკრებულომ უკურეაქცია  არ მისცა“,-აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მან  მადლობა გადაუხადა მედიის წარმოამდგენლებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და არ მისცეს  უწყებას ამ  პიროვნების სამსახურიდან გაშვების საშუალება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე