დღეს ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულზეა
ბოლო თვეების განამვლობაში ლარის კურსმა დღეს მაქსიმალურ ნიშნულს მიაწია. 1$ 2,23 ლარი ღირს. გუშინ ეს მაჩვენებელი 10-12 თეთრით ნაკლები იყო.
"ეროვნული ბანკის" ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ბანკათაშორისი ვაჭრობის შედეგად ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დგინდება, გუშინ ეს მაჩვენებელი 2,08 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 1 თეთრით მეტია.
1$ "საქართველოს ბანკში" 2,23 ლარი ღირს, "პროკრედიტ ბანკში" - 2,23 ლარი, "თი-ბი-სი" ბანკში - 2,22 ლარი, "ლიბერთი" ბანკში - 2,22 ლარი.
ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2,20-ის ფარგლებში მერყეობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა