ლამბერსექსუალები ქუთაისის თვითმმართველობაშიც გამოჩნდნენ
ლამბერსექსუალები ქუთაისის თვითმმართველობაშიც გამოჩნდნენ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საზოგადოების წინაშე ბოლო პერიოდში ახალი იმიჯით ჩნდება. მოდის ამ მიმდინარეობამ თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მისი ნიშნებია: გრძელი, მაგრამ მოვლილი წვერი და უბრალო სამოსი (მაისურები ან კუბოკრული ფლანელის პერანგები). ლამბერსექსუალები ჩვეულებრივი, ქალაქის მაცხოვრებლები არიან, რომლებიც ახალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ და სოლიდურ ხელფასს იღებენ. სახელწოდება "ლამბერსექსუალი" მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან "lumberjack" - "შეშის მჭრელი".
ქართველი პოლიტიკოსებიდან მოდის ამ ტენდენციის მიმდევარი ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეა.
ავტორი: ანა ჯიქია