|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რომან გოცირიძე– მთავრობას რომ წინასაარჩევნო დაპირებების 80% შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას რომ წინასაარჩევნო დაპირებების 80% შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა. ამის შესახებ რომან გოცირიძემ "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. 

"პირველად როგორც კი მთავრობამ ვერ შეასრულა რაღაც დაპირებები და ოპოზიციამ დაუწყო კიჟინი, მე დავიცავი მთავრობა. ოღონდ დავიცავი ცოტა სარკაზმულად. კიდევ კარგი, რომ მან ვერ შეასრულა თავისი დანაპირების 80% და შეასრულა მხოლოდ 20%. მტრისას ეს 80% რომ შესრულებულიყო. დღეს ეკონომიკა დაინგრეოდა", - განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, ეს დაპირებები იყო პოპულისტური, რომელიც არ იყო დამყარებული რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რაც ფაქტობრივად დაანგრევდა მაკროეკონომიკურ სურათს.

"პირველი - ტარიფებით დაიწყეს, რაც აბსოლუტურად არასწორი იყო. შეღავათიანი ტარიფი, რომელიც დაგვიწესეს, ეს მოხდა ინვესტიციის შემცირების ხარჯზე, საინვესტიციო კომპონენტი ამოიღეს და დღეს ენერგეტიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. ენერგეტიკაში გვაქვს ძალიან დიდი მინუსი. მეორე - რასაც ჰქვია ჯანდაცვის პროგრამები, თუკი ვინმეს ეკითხებიან სად იყო წარმატება ხელისუფლების მუშაობის, იმ წუთას იტყვიან - ჯანდაცვა. არგუმენტია, რომ ყველას უკეთებენ ოპერაციას. რატომ უნდა გაუკეთო ადამიანს, რომელსაც აქვს 20-30 ათასი დოლარი შემოსავალი, სახელმწიფოს ფინანსებით ოპერაცია?! დაიმახსოვრეთ, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული, 1 ან მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ იქნება სერიოზული დესტაბილიზაციის წყარო ჩვენი ფინანსური სისტემის, იმიტომ, რომ არასწორ პრინციპებზეა აგებული. დაიწყება რიგები საავადმყოფოებში, მერე დაიწყება თანხების შემცირება, მერე დავალიანებები, კორუფცია..", - განაცხადა გოცირიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა