ქუთაისი ცვლილებებისთვის ემზადება
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი საქართველოს ხუთ ქალაქში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია არჩეული მერების მიერ სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება. ერთ-ერთი ქალაქი ქუთაისია.
ქუთაისის ახლგაზრდული საინიციატივო ჯგუფი იმ 10 სტუდენტისგან დაკომპლექტდა, რომლებიც სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. ჯგუფს ჩაუტარდა ტრენინგები, რათა ახალგაზრდები მერთან კვალიფიციური თანმშრომლობისთვის მომზადებულიყვნენ. შეირჩა თემები, რომლებსაც, დამუშავების შემდეგ, საინიციატივო ჯგუფის წევრები ქუთაისის მერს, ბატონ შოთა მურღულიას წარუდგენდნენ. 10 წევრისგან სამი სამუშო ჯგუფი შეიქმნა. თითოეულ ჯგუფს დაევალა, მოემზადებინა ინფორმაცია ქუთაისის სხვადასხვა პარკის შესახებ და ემუშავა ინოვაციურ იდეაზე: პარკში ღია ბიბლიოთეკისა ვიდეოთვალის განთავსებაზე, ასევე, უფასო ინტერნეტით პარკის (ან მისი ნაწილის) დაფარვაზე.
ჩვენ გიამბობთ ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ, რაც ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის, ანუ სიყვარულის ბაღში ჩვენი საერთო იდეების განხორციელებას ეხება. ჩვენს ქვეჯგუფში ვიყავით ორი წევრი - ონისე ჯანაშია და მიშიკო მუმლაძე. შეხვედრები გავმართეთ შემდეგ კომპანიებთან: „კავკასუს ონლაინ“-თან შპს „ნეტ“-თან, სიყვარულის პარკის ადმინისტრაციასთან და კარადების დამზადების სპეციალისტთან.პირველად სიყვარულის
პარკის ადმინისტრაციას შევხვდით. მათ ჩვენი იდეები გავუზიარეთ და მხარდაჭერა ვთხოვეთ.
ადმინისტრაციამ უპრობლემოდ და სიხარულით გადაწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა, ხოლო ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა შემოგვთავაზა დამატებითი კონსულტაცია იმის შესახებ - თუ როგორი ბიბლიოთეკა
მოუხდებოდა პარკს. საბოლოოდ, მოლაპარაკების შემდეგ, პროექტის ყველა ძირითად საკითხზე
შევთანხმდით.
შემდეგ „კავკასუს
ონლაინის“ წარმომადგენლებს შევხვდით, რომლებთანაც განსახილველი გვქონდა პროექტით გათვალისწინებული
ინტერნეტმომსახურება. საუბარი საკმაოდ დიდხანს
გაგრძელდა და ნაყოფიერად დასრულდა. კომპანიის წარმომადგენელმა თავისი სიმპათიები გამოხატა
პროექტთან დაკავშირებით და დასთახმდა ჩვენთან თანამშრომლობას. შეხვედრისას თანამშრომლობის
კონკრეტული პირობებიც განვიხილეთ.
ვიყავით ვიდეოთვალის
მომწოდებელ შპს „ნეტშიც“, რომელიც ასევე მხარს უჭერს პროექტს და მზადაა, მის წარმატებით
განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
ბოლო შეხვედრა შედგა სახელოსნოში, სადაც შესაძლებელია ღია ბიბლიოთეკისთვის საჭირო
კარადის დამზადება. ამ შეხვედრის დროსაც აღინიშნა პროექტის აქტუალობა და აუცილებლობა.
ნაყოფიერად იმუშვეს
საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებმაც, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ და პიონერთა პარკის
ღია ბიბლიოთეკით, ვიდეთვალითა და ინტერნეტით აღჭურვის საკითხს იკვლევდნენ.
მომზადდა სამი
პრეზენტაცია, თავისი ხარჯთაღრიცხვით, რომლებიც მოგვიანებით ქუთაისის მერს, ბატონ შოთა
მურღულიას წარვუდგინეთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფის ჩანაფიქრის
განხორციელება სრულად რეალურად გამოიყურება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ღია ბიბლიოთეკები
და უფასო ინტერნეტი ხელს შეუწყობს ქუთაისში კიდევ უფრო ხალისიანი და შემეცნებითი განწყობისა
და გარემოს დამკვიდრებას.
ავტორი: მიშიკო მუმლაძე,ონისე ჯანაშია