|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დუბაიში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ცეცხლი მოედო

 დუბაიში ცეცხლი "ჩირაღდნის" სახელით ცნობილ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მაღალ   ცათამბჯენს მოედო. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 50–ე სართულზე გაჩნდა. მის ლიკვიდაციას სამაშველო ბრიგადები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

ხანძრის დროს შენობიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. 336 მეტრის სიმაღლის, 79 სართულიანი ცათამბჯენი დუბაიში 2011 წელს გაიხსნა.


წყარო: უცხოური პრესა

ავტორი: ანა ჯიქია