„ქუთაისის მერიაში სრული ქაოსია"-სულხან ქობულაძე
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე იმერეთში გუბერნატორის დანიშვნის ფაქტს ეხმიანება და ქვეყანაში და მხარეში არსებული რეალობის გათვალისწინებით პირველ რიგში გადასაჭრელ საკითხებზე საუბრობს. ქობულაძის თქმით, „ქართული ოცნება“ კარგავს თავის მხარდამჭერებს, როგორც მოსახლეობაში, ასევე აღმასრულებელ, თუ საკანომდებლო ორგანოებში და ამ პროცესებმა, შეიძლება, სწრაფი განვითარება ჰპოვოს.“
ქობულაძე პირველ რიგში გადასაწყვეტ პრობლემად საკადრო საკითხებს მიიჩნევს: „თავიდან უნდა იყოს შესწავლილი ქუთაისის თუ რაიონების აღმასრულებელ ხელისუფლებაში ადამიანები რა კრიტერიუმებით იყვნენ დანიშნულები, თუ რატომ არიან დღეს თანამდებობებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დანაშაულებრივ საქმიანობაში შემჩნეული (მათ შორის ზონდერები)თანამდებობებზე“,-აცხადებს ქობულაძე. მისი აზრით, გუბერნატორს დასაყრდენად ვერ გამოადგება „ქართული ოცნების“ რეგიონალური ოფისები „პარტია "ქართული ოცნება" ქუთაისში და რაიონებში მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ამ მხრივ, მას დასაყრდენი არა ყავს“,- აცხადებს ის.
ქობულაძის თქმით, ასეთი არეულობა ქუთაისის მერიაშიც არასოდეს ყოფილა: „ქუთაისის მერიაში სრული ქაოსია და ძველ თანამშრომლებსც კი უჭირთ გაიხსენონ, თუ როდის ყოფილა ასეთი არეულობა და უსაქმურობა მერიაში“.
ქობულაძე საკრებულოებსაც ეხება და აღნიშნავს, რომ ნათესაური და მეგობრული ნიშნით განსაკუთრებით საკრებულოებში მოხდა კადრების შერჩევა: „განსაკუთრებით თვალში საცემია კადრები, რომლითაც საკრებულოები დაკომპლექტა, ბევრი თვლის და ეს ასეცაა, რომ საკანომდებლო ორგანო დაკომპლექტა მეგობრობით, „ჩემი კაცის“ და თითქოს, სანდოობის პრინციპით. შედეგი კატასტროფულია - მივიღეთ ბევრ ადგილზე მონური მორჩილების მქონე ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც არავითარი ინიციატივა არ გააჩნიათ და მზად არიან თვალდახუჭული მხარი დაუჭირონ ნებისმიერ პროექტს, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება შესთავაზებს“,-აცხადებს ქობულაძე. მისი აზრით, გუბერნატორი იმ შემთხვევაში შეძლებს გაართვას თავი არსებულ პრობლემებს, თუ სწორ ანალიზს გააკეთებს და არ დაეყრდნობა მარტო იმ ადამიანების მოწოდებულ ინფორმაციებს, რომლებიც მას გვერდით ახვევია და ხშირად დაინტერესებული არიან პრობლემების დაფარვაში.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა