|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან იზორიამ 145 ათას ლარიანი ანაზღაურება მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროში 2013 წელს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ პრემიის სახით 145 ათასი ლარი მიიღო, მინისტრზე ორჯერ მეტი. 

 მინისტრების ხელზე ასაღები თვიური შემოსავალი 5 ათასი ლარითაა განსაზღვრული. პრემიის აღება კი მინისტრს წელიწადში სამჯერ, არაუმეტეს ხელფასის ერთმაგი ოდენობით შეუძლია, იმავე ბრძანებით გაწერილია სახელფასი დანამატის მოცულობაც. მოადგილეების შემთხვევაში კი სახელფასო დანამატის ზუსტი ოდენობა განუსაზღვრელია. 

 ჩინოვნიკების, მათ შორის მინისტრის მოადგილეების დამსახურებებზე ახსნა განმარტებები არ კეთდება. მეტიც, პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით, 2013 წელს ჩინოვნიკებზე გაცემული პრემიების ზუსტი ოდენობა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებმა გაასაიდუმლოეს,  მაშინ პრემიებთან დაკავშირებით არანაირი რეგულაცია არ არსებობდა და ყველა თავის თავს თვითონ ახალისებდა.

ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ წელს მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შეკვეცა გადაწყვიტა. ხელისუფლება ჯერაც ითვლის, ზუსტად რაზე და რამდენს დაზოგავს. უცნობია, მოუწევთ თუ არა ქამრების შემოჭერა ჩინოვნიკებს, რომელთა მხოლოდ რესტორნებით და სასტუმროებით უზრუნველყოფა ბიუჯეტს წლიურად 10 მლნ ლარამდე დაუჯდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა