"პუტინი და სააკაშვილი ტყუპი ძმები არიან, ორივეს ხელები სისხლში აქვთ" -ბორის ნემცოვი
ბოლო დროს საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ხშირად ისმის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებული განცხადებები, რომელშიც სააკაშვილი ნემცოვთან წარსულში კარგ ურთიერთდამოკიდებულებაზე და მეგობრობაზე ხშირად საუბრობს. თუმცა ფაქტი ჯიუტია, სინამდვილეში ნემცოვი სააკაშვილს ძალზე უარყოფითად ახასიათებდა. წარმოგიდგენთ ნემცოვის განცხადებას სააკაშვილისა და პუტინის შესახებ, რომელიც თავის სიცოცხლეში პოლიტიკოსმა „ლაივ ჟურნალში“, თავის გვერდზე პირადად გამოაქვეყნა.
„პუტინი და სააკაშვილი ტყუპი ძმები არიან:
1. ორივეს ხელები იდაყვამდე სისხლში აქვთ მოსვრილი. სააკაშვილი კონსტიტუციურ წესრიგს ცხინვალში ათასობით მოკლული ქალით, ბავშვით და მოხუცით ბარბაროსულად ამყარებდა. პუტინიც კონსტიტუციურ წესრიგს მხოლოდ გროზნოში თითქმის ისევე ამყარებდა. მის სინდისზევეა ბესლანის სკოლაში ყუმბარმტყორცნებით და ტანკებით სროლა, ნორდ-ოსტში 130 მძევალს დაღუპვა და წყალქვეშა ნავ „კურსკის“ დაღუპვისას ცინიკური და არაადამიანური მოქცევა.
2. ოპოზიცია ორივეს ერთნაირად სძულთ. პუტინმა ის 5 წლის წინ გაანადგურა და სასტიკად დათრგუნვას აგრძელებს. სააკაშვილი – ოპოზიცის მარშების ხელკეტებით და პოლიციელებით დარბევებით, თითქმის ისეთივე შავი პიარი პრესაში.
3. ორთავემ წარმატებით მოახერხა ტელევიზიებში ცენზურის დამყარება. ჩვენ ტელევიზიებზე საერთოდ არაფერს ვიტყვი – ყველაფერი ნათელია, სააკაშვილს თავისი „ენ-ტე-ვე“ ჰქონდა, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული ისტორია გავიხსენოთ.
4. ორივეს ძლიერი მტერი ჰყავს. სააკაშვილს – რუსეთი, პუტინს – ამერიკა და მთლიანად დასავლეთი.
5. როგორც დარვინის თანახმადაა ცნობილი, ყველაზე სასტიკი ბრძოლა – შიდა სახეობრივია, სააკაშვილი და პუტინი ერთმანეთს თითქმის ერთნაირი სიძულვილის ხარისხით სწორედ ამიტომაც ეპყრობიან. ამიტომ, როცა ჩვენი მოღვაწეები ლავროვიდან დაწყებული, გრიზლოვით და სხვებით დამთავრებული, სააკაშვილის გადადგომას და ჰააგის ტრიბუნალისთვის მის გადაცემას ითხოვენ, მაშინ ყველა ეს მოთხოვნა პუტინსაც თანაბარი ხარისხით უნდა ეხებოდეს. ასე რომ, დაე, ორივე წავიდეს. მაშინ დარწმუნებული ვარ, კავკასიაში, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჩათვლით, მშვიდობა დამყარდება“, – წერდა ბორის ნემცოვი.
წყარო: b-nemtsov.livejournal.com
ავტორი: ანი ლიპარიშვილი