მიმი ჯავახიშვილი: „შოუ-ბიზნესი კი არ გარდაიცვალა, არც დაბადებულა“
-"ნუცას სკოლა" იყო პირველი სატელევიზიო შოუ, რომელშიც მიიღეთ მონაწილეობა , ამის შემდეგ შეწყდა თქვენი აქტიურობა ფართო საზოგადოების წინაშე, რატომ?
-პირველი
სატელევიზიო პროექტი "ნუცას სკოლა"
იყო ადგილი, სადაც ფართო საზოგადოების წინაშე
თავის წარმოჩენის საშუალება მომეცა, თუმცა სიმღერა გაცილებით ადრე, შვიდი წლის ასაკიდან დავიწყე.
პირველად იყო კახა გრძელიშვილის სდუდია "ქართუ", სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, შემდეგ "ნუცას სკოლა", "იმედის ტალღა", იყო "ესპანეთის კონკურსი"
და შემდეგ აღარ გამოვჩენილვარ ტელევიზიით,
შევქმენი ოჯახი და ახლა ვმუშაობ ჩემს საყვარელ ქალაქში, ქუთაისში.
-ამბობენ საქართველოში შოუბიზნესი გარდაიცვალა? თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- შოუ-ბიზნესი
კი არ გარდაიცვალა,
არც დაბადებულა, ძალიან
რთული ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში. არ არსებობს ბიზნესმენი, რომელმაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული შემსრულებელი და მისი კონცერტები
დააფინანსოს სისტემატიურად. დაიკარგა მსმენელიც,
ამიტომ ძალიან ნეგატიური სურათი იკვეთება.
-რა ხდება ქუთაისში შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით, როგორ ფიქრობთ, რამდენად აქვთ პერსპექტივა ადგილობრივ მომღერლებს ?
-საქართველოში თუ არაა, ქუთაისში, მითუმეტეს, არ არის შოუ-ბიზნესი, თუმცა
აქ არიან ძალიან ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ არ
აქვთ დაფინანსება, მაინც აკეთებენ თავიანთ საქმეს. რაც შეეხება პერსპექტივას, მე უფრო
სხვანაირად აღვიქვამ ამ საკითხს; მე მიმაჩნია, რომ ადამიანის ნიჭის გამოვლინება უკვე
ბედნიერებაა. ხელოვნებას აქვს ერთი ფუნქცია,
გადმოსცეს პიროვნების შინაგანი მე. გრძნობა შეიძლება
სიმღერით, ხატვით, ლექსით გადმოიცეს, თუ გაქვს ეს ნიჭი, უკვე ბედნიერი ხარ. პირადათ მე, კონცერტის დროს,
როდესაც მეუბნებიან, რას იმღერებ, ყოველთვის
მიჭირს გადაწყვეტილების მიღება, რადგან არ მიყვარს წინასწარ შერჩეული რეპერტუარი, რადგან
არ ვიცი, იმ დღეს რა განწყობაზე ვიქნები. თითქმის
ყოველთვის, რა ხასიათზედაც ვარ, იმ სიმღერას
ვმღერი.
-რაში ხედავთ გამოსავალს, როგორ ფიქრობთ, როდის დაიბადება შოუ-ბიზნესი ?
-ალბათ, მაშინ,
როცა საქართველოში ეკონომიკური განვითარების,
ცხოვრების დონე აიწევს. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დალაგდება.
-არის თუ არა ერთგვარი რისკი ქუთაისელი მსმენელის წინაშე გამოსვლა და რას პროგნოზირებთ მაყურებლის რეაქციაზე?
-რა თქმა უნდა, არის რისკი და ამავდროულად არის სიამოვნება.
რაღაცის დამტკიცება თუ გინდა, ამას მარტივად მოახერხებ. გამოხვალ, დაგიკრავენ ტაშს,
თუმცა გარდა იმისა, რომ კარგად უნდა მღეროდე, კარგადაც უნდა გეცვას, რეპერტუარიც შესაბამისი
უნდა აარჩიო.
მე ვიცი ერთი საიდუმლო, რაც ქუთაისლებს უყვართ და ამ
ხრიკს ვიყენებ.
- რატომ არ იღებთ მონაწილეობას ქართულ კონკურსებში?
-რატომღაც არ მიღირს,
რადგან ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები, ვთქვათ, დავიდევი ვალი და ჩემს თავს "ვუგულშემატკივრე", ამით
რას ვამტკიცებ? ვერავინ შემედავება იმაში, რომ ვინც კონკურსში იღებს მონაწილეობას,
არაფერს ხარჯავს. ეს კონკურსები უფრო ბიზნესად
მიმაჩნია, წარმოგაჩენს, მაგრამ მერე რა? თუკი ამ ყველაფერს არ ექნა შედეგი, პერსპექტივა,
რა აზრი აქვს კონკურს? აი, ეს არის მიზეზი,
რის გამოც არ ვიღებ მონაწილეობას სატელევიზიო კონკურსებში.
-ახლა რა ეტაპზე ხარ, რაიმე ახალ რეპერტუარზე ხომ არ მუშაობ?
-ვსწავლობ, პარალელურად ვმუშაობ ახალ რეპერტუარზე, სამი
ახალი სიმღერა იგეგმება, ერთის ჩაწერა უკვე დავიწყე, დანარჩენ ორსაც მალე ჩავწერ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი