დღეს ვლადიმერ პუტინის გამოჩენას ელოდებიან
დღეს ვლადიმერ პუტინის გამოჩენას ელოდებიან. კრემლის მიერ დაანონსებული შეხვედრა რუსეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტებს შორის პეტერბურგში უნდა გაიმართოს.
ყირგიზეთის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სანკტ-პეტერბურგში უკვე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
მოლაპარაკებების დროს პრეზიდენტებმა რუსეთსა და ყირგიზეთს შორის თანამშრომლობის საკითხები უნდა განიხილონ. თანდართულ ფოტოზე ჩანს, რომ ატამბაევს აეროპორტში სანკტ-პეტერბურგის გუბერნატორი დახვდა. პუტინი მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.
გუშინ გადაცემა "იმედის კვირაში" პუტინის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ უარყო და განაცადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჯანმრთელია და "რაღაც საშინაო დავალებას ასრულებს, ან თავის საოჯახო საქმეებს აგვარებს".
ავტორი: ნიუპრესი