"ახალი გაზეთის" კიდევ ერთი, ახალი ნომერი გამოვიდა
"ახალი გაზეთის" 16-22 მარტის ნომერში წაიკითხავთ, თუ როგორ დაასწრო ქუთაისის მერიამ "ქამრების შემოჭერა" ხელისუფლებას და რაში დაიხარჯება გაწეული ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები, რას ფიქრობენ ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატები, "ქამრების შემოწერის" თემაზე ანა ჯიქიამ იმუშავა.
ახალ ნომერში ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს დემურ გიორხელიძესთან, თინათით გურგენიძის სტატიიდან კი გაიგებთ, თუ როგორ ზიანდება ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე დიდი პანო "გორელიეფი კოლზეთზე". ბაია კუბლაშვილი კი მოგიყვებათ რეიტინგული თოქ-შოუების შესახებ, ოღონდ, სხვა რაკურსით.
ასევე, "ახალი გაზეთის" ფურცლებიდან გაიგებთ, რა საერთო აქვს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ფიზიკასთან, ბოლოს კი - "ჯგუფი "ყველა" ყველასათვის, რომელსაც იზა მოდებაძემ მოუსმინა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა