|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინგა გრიგოლია: ,,ჩემზე შეტევის იდეის დედ-მამებს გეუბნებით - არსად მივდივარ!"

ტელეკომპანია ,,იმედის" მხრიდან დღეს გავრცელებულ განცხადებას,  ჟურნალისტები საკუთრი ,,facebook" - ის გვერდზე ეხმაურებიან.

 ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით,  აღნიშნული  განცხადება მისი მხრიდან ,,იმედის" დატოვებას ისახავდა მიზნად, თუმცა ის ამას არ აპირებს და ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას.
 ,,ბევრი ზარი მქონდა და აქაც დავწერ ბარემ-არსად ვაპირებ წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა ტელევიზიის განცხადება.  ,,რეაქციას,, ვგეგმავ ჩვეულებრივად და საერთოდ არ ვფიქრობ ფეხის მოცვლას არსად...p.s -როგორ ეწყინებათ ეს ჩემი სტატუსი, ვისაც ეგონა გავბრაზდებოდი და გავიქცეოდი))))))))მეთოდები მოგიძველდათ", - წერს გრიგოლია.
  ემოციური და პოლიტიკური - ასეთ შეფასებს აძლევს ჟურნალისტი ეკა ხოფერია, ,,იმედის" მიერ გავრცელებულ განცხადებას და ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა, როდესაც ტელევიზია მის ჟურნალისტს აკრიტიკებს, მისთვის პირველია.
   ,,ემოციური და პოლიტიკური "იმედის" მიერ გავრცელებული განცხადებაა და არა ჩვენი, ჟურნალისტების)))) ისე, პრეცედენტი არ მახსენდება, არხის ხელმძღვანელობა ასეთი განცხადებით გაემიჯნოს საკუთარ ჟურნალისტებს. შეიძლება, მე ვერ ვიხსენებ", - წერს ხოფერია.
  ვის ინტერესებში შედიოდა ტელეკომპანიის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადება, ეს უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ჟურნალისტები ჩვეულ რიტმში განაგრძობენ მუშაობას.
   ,,ვიღაცას ხომ ეგონა, გავბრაზდებოდი, ავხტებოდი, დავხტებოდი, გავიქცეოდი. ხომ ამიტომ დაიგეგმა ეს შეტევა, ოღონდ არც ვრაზობ, არც ვხტები,  გადაცემას ვგეგმავ და ჩემზე შეტევის იდეის დედ-მამებს გეუბნებით - არსად მივდივარ! ,,რეაქცია,, პარასკევს, ათ საათზე", - წერს გრიგოლია.





ავტორი: გიგა გელხვიიძე