„იოლი ფულის“ კეთების ხერხი სამტრედიაში
ჟურნალისტი ჟანა ასანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სახელით სამტრედიაში მძღოლებს ფულს სძალავენ. „კატასტროფული რამ ხდება. ახლა გამოვიარე სამტრედიაში. სამტრედიის ხიდთან ხვდებიან სამარშრუტო ტაქსებს და ატერორებენ, ათი ლარი უნდა გადაიხადოთ ამიერიდან, აქ რომ გამოივლითო. საქმე იმაშია, რომ ვიღაც ... ციხიდან გამოვიდა. წამალზე იჯდა თურმე, სამსახური ვერ ნახა და იოლი ფულის გაკეთების შანსი იპოვა. დგას ახლა და კახა კალაძის სახელით სპეკულირებს- ძმაო, აქ კალაძის სამფლობელოაო. 10 დღეა ეს ამბავი ხდება. მძღოლთან ისეთი შეხლა-შემოხლა მოუხდა, რომ იძულებული ვიყავი, ჩავრეულიყავი. სამტრედიის პოლიციის უფროსმა არ იცის, რა ხდება მის რაიონში, თუ ძინავს კაბინეტში და ტკბება ხელფასით? დროზე მიიღეთ ზომები. "გაის" პერიოდში დავბრუნდით? იმუქრებიან, ჯერ სად ხართ,ზაფხული მოდის და მაგარ ფულს გავაკეთებთო. წკვინტლიანმა ბიჭმა უნდა დამაბრუნოს განუკითხავობაში? კაცმა, რომელიც ბლატაობს, რომ ციხეში იჯდა? მყავს უამრავი მოწმე. ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! ვიცი და მჯერა, რომ შსს იქნება ადეკვატური და დღესვე მიიღებს ზომებს. ეს ნაძირლები აქ დგანან გვიანობამდე. მოვითხოვ სამტრედიის პოლიციის უფროსის
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი