|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ახალი გაზეთის" 20-26 აპრილის ნომერი გამოვიდა

  რატომ ჭიანურდება ქუთაისში ობიექტების პრივატიზების პროცესი და რა შედეგები მოჰყვება ქალაქში გამოცხადებულ მორიგ აუქციონს, ამ თემაზე  ნესტან ჩაგელიშვილის მიერ მომზადებულ სტატიაში „პრივატიზების  პრობლემები ქუთაისში“ წაიკითხავთ. გაზეთში გაეცნობით ასევე ქალაქში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების პრობლემებს,  სტატიაში „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი- პრობლემა თუ პრივილეგია“, რომელზეც  ასევე ნესტან ჩაგელიშვილმა იმუშავა.  

   სატირისა და იუმორის თეატრის შენობის ახალ სიცოცხლეზე ანა ჯიქია მოგიყვებათ,  სტატიაში, „ცხოვრება სცენის მიღმა- სტატუსშეცვლილი „ნიღბების თეატრი“. 

 არის თუ არა ბულინგის პრობლემა ქუთაისის სკოლებში, ამის გარკვევას გიგა გელხვიიძე შეეცადა.  შედეგებს მის მიერ მომზადებულ სტატიაში „ბულინგი სკოლებში - პრობლემის გადაჭრის გზები“ გაეცნობით.  ანი ლიპარიშვილი კი მოგიყვებათ, „ვინ და რატომ მიდის საქართველოდან“.  უნებართვო ნაგავსაყრელებზე კი წაიკითხავთ ეკა შალამბერიძის სტატიაში,  “თვითნებური ნაგავსაყრელები ქუთაისში“

 განიცდის თუ არა მნახველთა სიმცირეს ქუთაისის ისტორიული მუზეუმი, რა განსხვავებაა კინოს გადაღებასა და ელექტრონული მუსიკის შექმნას შორის, რას ფიქრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, ამ და სხვა საინტერესო ამბებს, ასევე ტრადიციული ფოტორეპორტაჟს  "ახალი გაზეთის" 20- 26 აპრილის ნომერში გაეცნობით. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა